ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვოიცეხ შესნი:”პირლომ ყველაფერი შეცვალა”

ვოიცეხ შესნის თქმით ანდრეა პირლომ იუვენტუსის სათამაშო კონცეფცია შეცვალა:

“მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სხვა სტილში დაიწყო ასპარეზობა. ახლა ჩვენი დავალება მდგომარეობას აბსოლუტურად კონტროლში..

არცერთი წუთით არ უნდა დავკარგოთ მატჩზე სადავეები და აქედან გამომდინარე, პირველივე დღიდან ინტენსიურ პროცეში ვართ ჩართულები. 

ბუნებრივია ეს საკმაოდ რთულია, თუმცა თავად პროცესი საინტერესო ელემენტებით არის გაჯერებული და თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად სიამოვნებას ღებულობს.

გვესმის, რომ სეზონი გრძელი და დამღლელი გველის, მაგრამ ეს იუვენტუსია რომელიც შეჩვეულია მსგავს რიტმს. 

რომა ჩინებულ ფორმაშია და მათთან სირთულეები სიახლე არ ყოფილა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პანდემიის შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს აჩვენებენ.

დედაქალაქელებთან ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ოდნავ უფრო აქტიურად მიწევდა თამაში ჩართვა და მაღლა ამოსვლა, რადგან მეტოქე მაინც და მაინც დიდ წნეხს ჩვენს ნახევარზე არ ახორციელებდნენ. 

ნამდვილად იქნება თამაშები, სადაც უფრო უკნიდან მოგვიწევს დაწყება, რათა მეტოქის ზღუდეებში თავისუფალი სივრცე ვიპოვოთ. 

მეცხრე მოგებული სკუდეტოს შემდეგ, ჩვენი მიზანია ზედიზედ მეათე და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვოთ! თუმცა, კარგად გვაქვს გააზრებული რაოდენ რთული იქნება ამის მიღწევა.

კონკურენტები ძალზედ მოძლიერდნენ.. ნაპოლი, ინტერი და ატალანტა არავის არაფერს დაუთმობენ.. 

თუმცა, თითოეულ მეტოქესთან მაქსიმალურად გვმართებს კონცენტრირება, რადგან შეცდომებს არავინ არ გვაპატიებს.”

4.4 5 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x