იუვენტუსის ორ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
საფეხბურთო კლუბი ტურინის იუვენტუსი იტყობინება, რომ მათ ორ თანამშრომელს, რომლებიც არ შედიან არც სამწვრთნელო და არც სამედიცინო შტაბში COVID-19 დაუდასტურდათ.
თუმცა, მიუხედავად ამისა კლუბი ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას და სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში გადადის.
იუვენტუსი აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება შესაბამის უწყებებთან და გაწერილ პროტოკოლს ზედმიწევნით მიუყვება.