ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

ფაბიო პარატიჩი

სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ვრცელდება გარკვეული სიახლეები ბიანკონერისთან დაკავშირებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგულმა რენმა გააოფიციალურა დანიელე რუგანის არენდა, რომლის სანაცვლოდ ბიანკონერი 1.5 მილიონ ევროს აიღებს და ფეხბურთელსაც ანაზღაურებას თავად გადაუხდის.

მატია დე შილიოსთან დაკავშირებითაც გარკვეული სიახლეებია. ფეხბურთელთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ იტალიელი კარიერას ასევე ლიგა 1-ში, ოღონდ ლიონში გააგრძელებს. ტრანსფერის ფორმულა ანალოგიურია  – 1 წლიანი არენდა.

პარალელურად ფლორენციიდან ვრცელდება ცნობები, რომ აღნიშნულმა გარიგებებმა შესაძლოა ფედერიკო კიეზასთან გააღოს კარები, რომლის თაობაზე მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებული აქვთ.

იუვენტუსმა ასე თუ ისე გაანთავისუფლა სახელფასო ფონდი და მზადყოფნაშია ტრანსფერის განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს 10 მილიონის დაყონებლივ გადახდას, ხოლო 50 მილიონის 2-3 წელზე გადანაწილებას.

დუგლას კოშტასთან და სამი ხედირასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არ არის სიახლეები.

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x