ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია იუვენტუსი – ნაპოლის შეხვედრასთან დაკავშირებით

რომეო აგრესტის და სხვა პოპულარული იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, ნაპოლის ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.

პარალელურად იუვენტუსი სრული პროცედურული დაცვით ემზადება აღნიშნული შეხვედრისთვის და ჟურნალისტებისთვის წინასამატჩო ინტერვიუებიც კი არის დაგეგმილი, ისევე როგორც შეხვედრის დასრულებისას მატჩისშემდგომი კომენტარი.

ბიანკონერი სრული შემადგენლობით ესტუმრება ალიანც არენას და როგორც ჩანს იქნება ერთადერთი გუნდი, რომელიც ამას გააკეთებს.

პარალელურად ლეგა სერია ა-მ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ზედმიწევნით აღწერა პროტოკოლი რომლის მიხედვითაც ისინი მოქმედებენ.

თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია ნაპოლს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევს და მიზეზად პიოტერ ზელინსკის დადასტურებულ შემთხვევას იშვეილებს, რომელიც ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა.

მათი პოზიცია ნათელია.. ისინი არ თვლიან უსაფრთხოდ არსებულ რეალობას და სურთ, მაქსიმალური იზოლაცია მოახდინონ და არსებულ კერას მეტად გავრცელების საშუალება არ მიცენ.

ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნულზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ლეგა სერია ა ღებულობს, რომელიც ნაპოლის ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის.

4 thoughts on “სიტუაცია იუვენტუსი – ნაპოლის შეხვედრასთან დაკავშირებით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.