ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”დუგლას კოშტა იუვენტუსს ემშვიდობება”

Kicker, Sky Sport Deutschland და Sky Sport Italia ძალზედ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებენ დუგლას კოშტასთან დაკავშირებით.

რამდენიმე საათის წინ ბაიერნსა და იუვენტუსს შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი კარიერას გერმანულ კლუბში გააგრძელებს.

სამხრეთ ამერიკელი შემტევი ყოფილ კლუბს ერთ წლიანი არენდით დაუბრუნდება და ჯერჯერობით ზუსტი თანხა არ სახელდება, თუმცა ანაზღაურებას ბუნდეს ლიგის მოქმედი ჩემპიონები გადაუხდიან.

ეს იქნება ანალოგი იმ გარიგების, რომელიც კლუბმა დანიელე რუგანის შემთხვევაში გააფორმა. მსგავს ბედს გაიზიარებს მატია დე შილიოც, რომელიც კარიერას ლიონის რიგებში გააგრძელებს.

შესაბამისად, ასეთი ნაბიჯებით იუვენტუსი ფედერიკო კიეზას გაფორმებას უახლოვდება, რომელსაც ერთ წლიანი არენდით აიყვანს და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
3 years ago

ბაიერნს კიდევ ეს უნდოდა?!!! კი ტრამვიანია,მარა იგროკია ეს ოხერი და როცა შემოდიოდა დაშხუილობდა.აგერ ნახეთ თუ ბაიერნს დავეჯახებით სისხლს გაგვიშრობს როგორც ადრე გვიშრობდა!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x