ჯანლუკა დი მარციო:”კიეზას ტრანსფერი მოგვარებულია”
ჯანლუკა დი მარციო
ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით ფედერიკო კიეზას საკითხი საბოლოოდ გადაწყდა და პოპულარული ჟურნალისტი გარიგების ფორმულასაც გვიზიარებს:
“იუვენტუსი ერთ წლიანი არენდით აიყვანს შემტევს, რომლის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაიხდის.
მომდევნო სეზონში ბიანკონერის ვალდებულება ექნება 8 მილიონი გადაიხადოს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ იების ხაზინა ერთბაშად 50 მილიონით შეივსება.
თავად კიეზას პირადი კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ფეხბურთელს ტურინში უკვე დღესვე ელიან, თუმცა სამედიცინო შემოწმება შესაძლოა ხვალ გაიაროს.”
იმედია წარმატებული გამოვა კიეზას ტურინული კარიერა..