ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანილო ანდრეა პირლოზე საუბრობს

ბრაზილიელი დანილო ანდრეა პირლოს ტაქტიკურ სქემაში ცენტალური მცველის როლში მოგვევლინა..

სამხრეთ ამერიკელი იტალიელ სპეციალისტს დადებითად ახასიათებს:

“საბედნიეროდ კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ სპეციალისტთან მომიწია მუშაობა.

ანდრეასთან სულ რაღაც ორი თვეა რაც ვმუშაობ, მაგრამ მან ჩემზე უკვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მას ტიპიური იუვენტინოსთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს. დეტალებისადმი დიდი ყურადღებით გამოირჩევა და საქმეს სიღრმისეულად უდგება.

მერწმუნეთ მსგავსი ტიპის მწვრთნელთან მუშაობა ფეხბურთელის ოცნებაა.. პირლოს აქვს მკაფიო და რაც მთავარია ფეხბურთისადმი თანამედროვე ხედვა. 

გარკვეულწილად ეს ძალიან წააგავს სტილს, რომელიც მანჩესტერ სიტიში იყო და პირადად ჩემთვის ამ ფაქტმა პოზიტიურად იმოქმედა.

ადაპტაციასთან არანაირი პრობლემა არ მქონია.. მასთანაც და სამწვრთნელო შტაბთანაც ურთიერთობა ჩინებულად წარიმართა.

თავადვე ხედავთ, რომ საკმაოდ კარგად გამოვიყურები და ჩემს სიტყვებს ზურგს სტატისტიკური მონაცემებიც უმაგრებს.”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

უფრო მეტიც შეგიძლია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x