მარკიზიო:”ნაპოლი დიდი საფრთხის შემცველი იყო”
გრძელდება დისკუსია იუვენტუსი – ნაპოლის შეხვედრასთან დაკავშირებით.
ამჯერად საკუთარი მოსაზრება საზოგადოებას კლაუდიო მარკიზიომაც გაუზიარა:
“ვფიქრობ, ამ საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან, რაც დაუშვებლად მიმაჩნია.
თქვენ წარმოგიდგენიათ ნაპოლი რა საფრთხის შემცველი იყო ამ დროს? თავისუფლად შეეძლოთ არამარტო იუვენტუსის, არამედ ნაკრების ფეხბურთელების დაინფიცირებაც.
აქედან გამომდინარე, შესაბამის უწყებებს უფრო მეტი ყურადღებით მართებთ მუშაობა. სწორედ ამიტომაც გადაიდო აღნიშნული შეხვედრა.”