ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრანგული მედია:”აუარის ტრანსფერი თითქმის შემდგარი იყო”

ჰუსემ აუარი იუვენტუსის ინტერესთა სფეროში მთელი ზაფხულის პერიოდში შედიოდა.

როგორც ირკვევა ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოს იყო, მაგრამ ყველაფერი ფედერიკო ბერნარდესკის გამო ჩაიშალა.

ფრანგული მედიის მტკიცებით, ბიანკონერიმ ფრანგებს 50 მილიონი და დამატებით იტალიელი შემტევის 1 წლიანი არენდა შეთავაზა.

ბერნარდესკიმ ასეთ ვარიანტზე და ლიგა 1-ში გადასვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

თავად აუარი ამ ფაქტით გულგატეხილი არ დარჩენილა:

“ეს ჩემი გუნდია, ჩემი ქალაქი და აქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა.

შესაბამისად, ლიონში დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და გუნდი სწორ გზაზე იმყოფება.”

3.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x