რონალდუ:”პროტოკოლი არ დამირღვევია”
კრიშტიანო რონალდუმ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ პროტოკოლი არ დაურღვევია:
“ჯობს ამ თემის გარშემო არსებულ ჭორებს ბოლო მოეღოს!
აქამდეც ითქვა და ახლაც მკაფიოდ დავაფიქსირებ, რომ არანაირი პროტოკოლი არ დამირღვევია! ეს ყველაფერი იაფასიანი ჭორია და მეტი არაფერი.
ჩემი ოჯახი სხვა სართულზე იმყოფება და მათთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.
დღეისათვის ვიცავ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესაბამისი უწყებების მიერ არის დადგენილი. ვეფიცხები მზეს, ვირუჯები და დღეებს ასე ვატარებ.”