ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის განაცხადი და საორიენტაციო სასტარტო

დღეს, ჩვენი დროით 22:45 -ზე ერთმანეთის პირისპირ კროტონე და იუვენტუსი წარსდგებიან.

ოფიციალურ ვებგვერდზე უქვე გამოქვეყნდა ბიანკონერის განაცხადი, რომელსაც ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ტრადიციულად გარკვეულმა გამომცემლობებმა უკვე გამოაქვეყნეს ტურინელთა საორიენტაციო სასტარტო და ისინი თითქმის იდენტურია, რადგან ანდრეა პირლოს სხვადასხვა მიზეზთა გამო საკადრო პრობლემების წინაშეა.

კრიშტიანო რონალდუ და უინსტონ მაკენი კარანტინში იმყოფებიან. აარონ რემზი ტურინში ტრავმით დაბრუნდა. ალექს სანდრო ჯერ კიდევ ლაზარეთშია, ისევე როგორც მატეის დე ლიხტი.

კარს დღევანდელ შეხვედრაში როგორც ჩანს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს, რომელიც რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

ტაქტიკური სქემა 3-5-2 არის მოიაზრებული, სადაც უკანახაზელთა ტრიოს დანილო – ბონუჩი – კიელინი დააკომპლექტებენ.

ფლანგებზე – მარჯვნივ ხუან კუადრადოს, ხოლო მარცხნივ ჯანლუკა ფრაბოტას უნდა ველოდოთ. სხვათაშორის ფედერიკო ბერნარდესკიმ ტრავმა მოიშუშა და გასული კვირის მანძილზე ინტენსიურად იწერებოდა, თითქოს მაესტრო მას სწორედ მარცხენა ფლანგელის პოზიციაზე განიხილავდა..

მოედნის ცენტრალურ ზონაში ადრიენ რაბიო დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება, რომელსაც დისკვალიფიკაცია კი ეკუთვნოდა, მაგრამ ნაპოლისთან არ ჩატარებულ მატჩში “გაუტარეს” და დღეს გუნდს დაეხმარება.

მის მხარდამხარ უნდა ველოდოთ ბრაზილიელ არტურს და ურუგვაელ როდრიგო ბენტანკურს.

რაც შეეხება თავდასხმის ხაზს.. აქ ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ ალვარო მორატაა საღ-სალამათი.. პაულო დიბალამ კი სანაკრებო ბატალიებიც გამოტოვა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და რა კონდიციებში იმყოფება რთული სათქმელია.

ალტერნატიულ ვარიანტებად ფედერიკო კიეზა და დეიან კულუსევსკი სახელდებიან.

ახლა კი გთავაზობთ ოფიციალურ განაცხადს:

 

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

დიბალას რა ეტაკა..ვაბშე მოტეხეს კაცი…არ მომწონს ეგ ამბავი..

Last edited 3 years ago by batumski
| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x