მორატა:”დღევანდელ იუვეს საოცრად დიდი პოტენციალი აქვს”
რომასთან განსხვავებით ამჯერად ის ალვარო მორატა ვიხილეთ, რომელსაც ტურინული ტიფოზერია შეჩვეული იყო წლების წინ.. სწრაფი, ხისტი და სახიფათო..
“დასანანია.. შეიძლება ითქვას, რომ შინაგანად ყველაფერი გვეწვის რადგან ამ ურთულეს შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით!
საკმაოდ შეკრული გუნდი გვყავს. აქ არაჩვეულებრივი ბიჭები არიან თავმოყრილნი, რომლებმაც ზუსტად იციან წარმატებისთვის რა არის საჭირო.
ჩვენი ვალდებულებაა ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ და მუშაობა მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ.. მერწმუნეთ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, რადგან დღევანდელ იუვენტუსს საოცრად დიდი პოტენციალი აქვს!
მილიმეტრი იქით, მილიმეტრი აქეთ.. ეს ფეხბურთია და ამას უკვე შევეგუეთ.. ვალდებულები ვართ მეტი კონცენტრირება გამოვიჩინოთ..
ჩემი მიზანია გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.. მინდორზე ყოფნისას ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებ.”
კარგი ბიჭია კიეზა ძალიან მაგრად დაიწყო ასისტიც გააკეთა 3 ეპიზოდში ცუდად დაკარგა მაგრამ ეტყობა რომ იუვესთვის თავს არ დაიშურებს… ჟილკიანი ბიჭი ჩანს მარჯვენა ნახევარმცველად გამოგვადგება ბევრი სირბილი უყვარს… მორატამ სწორად აღნიშნა გამოუცდელობის გამო დაემართა გუშინ…
ყველაფერი გამოვა