ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”დარწმუნებული ვარ სკუდეტოს ისევ ჩვენ მოვიგებთ”

იუვენტუსმა სტუმრად კროტონესთან ერთი ქულის აღება მოახერხა, რაც ბუნებრივია სატურნირო თვალსაზრისით არ არის ის შედეგი, რაც ბიანკონერის ტიფოზერიისთვის მისაღებია.

თუმცა, ანდრეა პირლოს ამ ყოველივესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააჩნია:

“უკვე მეორე შეხვედრაა, როდესაც მატჩს 10 ფეხბურთელით ვამთავრებთ ჩვენივე შეცდომიდან გამომდინარე.

იუვეს დღეისათვის ახალგაზრდა გუნდი ყავს, რომელსაც დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს.. თუმცა, მიზანი არის ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, რისთვისაც მაქსიმუმს გავიღებთ.

ახალგაზრდებს საჭირო გამოცდილება ესაჭიროებათ, რისთვისაც მინდორზე იმყოფებიან და თუ შეცდომებს უშვებენ, ამაშინ გამაოგნებელი არაფერია.. ეს მუშაობის ჩვეული პროცესია.

ბიჭები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და სწორი დასკვნები გააკეთონ.. პროგრესი სხვაგვარად გამორიცხულია.

პრაქტიკისთვის სიტუაციიდან გამომდინარე მწირი დრო გვქონდა.. შემადგენლობაში მყოფთაგან არიან ისეთებიც, რომლებსაც სივრცეები ესაჭიროებათ.

მაგალითად ფედერიკო კიეზა და ალვარო მორატა სწორედ მათ რიცხვში შედიან.. ამიტომაც გადავწყვიტეთ ზონებს შორის მსგავს სტილში თამაში, რამაც მოგვიტანა კიდევაც გოლი.

შეცდომები პრესინგის გაკეთების დროსაც დავუშვით.. თუმცა, გასაკვირი არაფერია.. ყველანი დეტალურად გავივლით თითოეულ არასწორ ქმედებას და სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

არტური ესპანური ფეხბურთიდან სულ ახლახანს მოვიდა.. იქ მიჩვეულები არიან ბურთთან ხშირად ყოფნას და მოკლე გადაცემებს, მაშინ როდესაც იტალიაში აქტუალურია ვერტიკალური გადაცემები.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელებს სწორი პოზიცია ვუპოვო.. მაგალითად დეიან კულუსევსკი ეფექტურია საჯარიმოში შესვლაზე საკუთარი საყვარელი მარცხენა ფეხით.

გვესმის, რომ წლევანდელი სეზონი შარშანდელზე უფრო მძიმე გამოდგება, რადგან სკუდეტოსთვის არაერთი კლუბი იბრძოლებს.. მათ კარგი ინვესტირება მოახდინეს.

დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ.. მწამს, რომ შევძლებთ სკუდეტოს მოპოვებას.”

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

პირლო მართალი ხარ ნამდვილად ამ თამაშით სკუდეტოს მოიგებთ მიაყოლებთ ლიგას მერე სუპერ თას მერე კონტინენტის მართალი ხარ თუ ვერ გაიღვიძებთ და სულ ზღაპარში იქნებით ბოდიში მარა ეს იუვე არაა ის რაც გვინდა და ნამდვილი შენი იუვე გვანახე დიდი ფეხბურთელი იყავი ხარ ჩემთვის კიდე და ასევე მინდა პირველი ტრენერი იყო ვინც იუვეს ლიგას დადებიებს და იუვეს ბალეშიკებს უზომოდ გახარებს წარმატება სკუდეტო მოიცდის ლიგა აღარ იცდის

batumski
batumski
3 years ago

არაუშავს..ჯერ კიდე ძიების პროცესში ვართ..პლიუს არასათანადო კონდიციები..

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x