ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ანდრეა პირლოს ბევრ სახელოვან სპეციალისტთან უმუშავია და ხვალ ერთ-ერთ მათგანს დაუპირისპირდება..

საუბარი მირჩა ლუჩესკუზეა რომლითაც დაიწყო კიდევაც იუვენტუსის თავკაცმა პრესკონფერენცია:

“16 წლის ასაკში მქონდა დებიუტი და მირჩას უდიდეს პატივსცვემ. ის განსაკუთრებული პიროვნებაა და ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას.

კრიშტიანო რონალდუს როგორც მოგეხსენებათ COVID-19 აქვს და შესაბამისად მისი დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს.

თუმცა, შემადგენლობაში გვყანან ფეხბურთელები, რომლებიც საჭირო ხარიხს უზრუნველყოფენ. ალვარო მორატა უდაოდ შედის მათ რიცხვში..

შემადგენლობის მხრივ მეგა ცვლილებებს არ ვგეგმავ, თუმცა ყველაფერი მაინც ხვალინდელ საწვრთნელ სესიაზე გადაწყდება.

ვნერვიულობ თუ არა ჩემპიონთა ლიგის გამო? თავს მშვიდად ვგრძნობ. ახლა უკვე ვეღარ ვთამაშობ და ამიტომაც ემოციებს ფეხბურთელებს ვუზიარებ.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტურნირზე პირველ მატჩს ოქროს ფასი აქვს და ვალდებულები ვართ პოზიტიურად დავიწყოთ.

პაულო დიბალა კროტონესთან სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რის გამოც მცირედით გაღიზიანებული ჩანდა..

თუმცა, მას მაშინვე ვესაუბრე და გუშინაც, დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად. ნურავის დაგავიწყდებათ, რომ არგენტინაში ყოფნისას 10 დღის მანძილზე იღებდა მედიკამენტებს.. მანამდე კი ფეხბურთი სამი თვის მანძილზე არ უთამაშია.. 

შესაბამისად, ფეხბურთელი საჭირო კონდიციებში უნდა იყოს და მისი მოედანზე დაბრუნება არ უნდა დავაჩქაროთ. კროტონესთან ვგეგმავდით მის გამოყვანას, მაგრამ 10 კაცით დარჩენის შემდეგ გეგმები ჩვენგან დამოუკიდებლად შეიცვალა.

ლუჩესკუს როგორც გითხარით კარგად ვიცნობ და შევეცდები ისეთი რამ დავუპირისპირო, რითაც პრობლემებს შევუქმნი.

საბედნიეროდ აარონ რემზი თავს კარგად გრძნობს და უკანასკნელი ორი დღეა ინტენსიურად ვარჯიშობს.

რა პოზიციაზე ვხედავ დიბალას? პირველ რიგში რადგანაც ამ საკითხს დავუბრუნდით, გეტყვით რომ ჩემთვის არგენტინელი ჩემპიონია! მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ არ იმყოფება სასურველ კონდიციებში.

პოზიციურად რომ განვიხილოთ, მსგავს ჩემპიონებს ყველგან შეუძლიათ პროდუქტიულად ასპარეზობა, თუმცა ვთვლი რომ ზონებს შორის იგი გაცილებით ეფექტურია.

არასდროს მითქვამს, რომ სკუდეტოს მოვიგებდით.. ჩემი სიტყვების ცუდი პერეფრაზირება მოხდა.. განვაცხადე, რომ შევქმნიდი გუნდს, რომელსაც შეეძლება სკუდეტოსთვის ბრძოლა. 

 

 

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x