ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი:”კარგია, რომ ახლა შევჩენკო მწვრთნელად მუშაობს”

ხვალ, ჩვენი დროით 20:55 -ზე კიევში ადგილობრივი დინამო ტურინის იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში უმასპინძლებს.

ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ტურინელთა თავკაცი ანდრეა პირლო და კაპიტანი ჯორჯო კიელინი წარდგნენ.

გთავაზობთ კიელინის ინტერვიუს:

“უკრაინელებთან აქამდეც არაერთხელ გვითამაშია და მახსენდება შახტართან დაპირისპირება.. ეს იყო ორი მძიმე ბრძოლა, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ.

მაქვს ასევე გამოცდილება ანდრეი შევჩენკოს წინააღმდეგ თამაშის, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა.. საბედნიეროდ ის ახლა მწვრთნელობით დაკავდა.

ხვალინდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი მოგება აუცილებელია.. 

დაცვაში ახალ მოთამაშეებთან ერთად ასპარეზობა? იცვლებიან ფეხბურთელები, თუმცა საქმისადმი მიდგომა არ იცვლება და ეს ყველაზე მთავარი რამ არის.

ხშირად მეკითხებიან დროსთან დაკავშირებით თუ რამდენი დაჭირდება დღევანდელ ფორმაციას სასურველი თამაშის საჩვენებლად.. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ყველანი მაქსიმუმს ვიღებთ.

ფავორიტები? თავადვე ხედავთ როგორ მოძლიერდნენ კონკურენტები. აქ მთავარია საკუთარი თავის რწმენა გვქონდეს.. დავისახოთ მიზანი და მისთვის ვიბრძოლოთ.. დანარჩენს მოედანი აჩვენებს.”

1 thought on “ჯორჯო კიელინი:”კარგია, რომ ახლა შევჩენკო მწვრთნელად მუშაობს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.