ფედერიკო კიეზა:”პოზიცია? სადაც მწვრთნელი მეტყვის”
ფედერიკო კიეზას დებიუტი წარმატებით შედგა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.. იტალიელმა კარგი თამაში აჩვენა და მწვრთნელისგანაც დაიმსახურა შექება.
Sky Sport -თან საუბრისას, ახალგაზრდა ფეხბურთელმა თამაში შეაფასა:
“კრიტიკას შეჩვეულები ვართ. იუვენტუსი არის გუნდი რომელიც მინდორზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოდის..
შესაბამისად, თუ ჩვენ ვერ ვაღწევთ წარმატებას, მაშინ ამის გამო შესაბამისი რეაქცია სრულებით გამართლებულია.
დღევანდელ თამაში ვეცადეთ იგივე შეცდომები თავიდან აგვერიდებინა.. ბურთი ერთ ზონაში დიდხანს არ ჩერდებოდა და ვცდილობდით ერთმანეთის დახმარებით, საჭირო სივრცეები მოგვეპოვებინა.
ტრიო მორატა, კულუ და კიეზა? ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს და შეიძლება ითქვას ერთმანეთს ვავსებთ კიდევაც. მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა და არა ცალკეული მოთამაშეების მოედანზე ურთიერთქმედება.
ჩემი პოზიცია? კომფორტულად იქ ვიგრძნობ თავს სადაც მწვრთნელი დამავალებს თამაშს. ანდრეა პირლომ კონკრეტული მითითებები მომცა, რომელიც შევასრულე და ამ ფაქტით ბედნიერი ვარ.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მინდორზე ვინ იქნება.. შესაძლოა ჩვენ ახლა საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ვართ, თუმცა ფილოსოფია და იუვენტუსის სისხლის ჯგუფი არ იცვლება. მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება!”
მორატას გაუმარჯოს, ჩვენ უძღებ შვილს
maradona73
100% ხარ არაფერი არ მოგჩვენებია ეგ ჩემი აზრით არის ამ დამპალი ტაქტიკის ბრალი ბურთის წინ და უკან ტრიალი და მერე ფლანგებიდან შეტევა.
ერთ რამეს ვერ მივხვდი გუშინ, კიევის საზიზღარი ფეხბურთის გამო ჩანდა იუვეს თამაშიც საზარლად, თუ ასეთ ერთფეროვან თამაშს აპირებს იუვეც.
გაფიცებ რა არ მოგეწონა..მართლა არ მესმის
არ მოძრაობენ ძმაო, მცველები აკატავებნ ბურთს და მერე ფლანგური გარღვევა. ასე ალეგრიც ათამაშებდა.
მერე მოძრაობის გარეშე დაღლის გარეშე უნდა იგებდე ასეთ გუნდებთან მე პირადად იუვეს ნაკლი ვერ ვნახე ამ თამაში მეგობარო
მორატა გაზრდილა ამასობაში, გასატანს იტანს.
კულუსევსკიზე ჟილკიანი და სტაბილური ჩაბს ჯერჯერობით.