ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ჩემი სათამაშო ფილოსოფია მარტივად გამოიყურება”

ანდრეა პირლო კმაყოფილი ჩანდა შეგირდების ასპარეზობით და Sky Sport -თან საუბრისას, მათი შექება არ დავიწყებია:

“განსხვავებით კროტონესთან დღეს ჩვენ სხვა სტილში გვმართებდა ასპარეზობა.

ორშაბათს გარკვეული სქემები მოვსინჯეთ, რამაც ჩვენი მოწონება დაიმსახურა..

სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე სამ მცველიან სქემაში ჯორჯო კიელინის ცენტრში გამოყენება, რადგან ვიცოდით რომ მეტოქე ლეონარდო ბონუჩის შეავიწროვებდა.. ხუან კუადრადო მარჯვნივ გავამწესეთ, ხოლო დანილო მარცხნივ.

ეს სქემა მუშაობდა, მაგრამ ტრავმამ ხელი შეგვიშალა და საქმეში მერიჰ დემირალის ჩართვა მოგვიწია.. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭმა საიმედოდ იასპარეზა!

კიელინი უკმაყოფილო იყო რაც ბუნებრივია. მას ანალოგიური პრობლემა სანაკრებო შეკრებაზეც მოუვიდა და კროტონესთან ამის გამო არ გავრისკეთ.. 

ახლა რამოდენიმე დღის მანძილზე დავაკვირდებით, რის შემდეგაც გახდება ცნობილი სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენ ხანს გასტანს.

პაულო დიბალას თავადაც იხილავდით, რომ შორს არის 100%-დან, თუმცა მას მოედანზე ყოფნა ესაჭიროება.. დღეს, 30 წუთით შევუშვით.. შევეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებშიც მივცეთ დრო, რისი დამსახურებითაც ფორმას მალე დაიბრუნებს.

ჩემი სათამაშო ფილოსოფია მდგომარეობს იმაშია, რომ შემტევ ფაზაში ერთბაშად რამდენიმე შემტევი იყრიდეს თავს, რომლებსაც ინდივიდუალური მახასიათებლები აქვთ..

დეიან კულუსევსკი შემტევ შუახაზელად ყალიბდება, რომელიც სიღრმეში ეფექტურად იჭრება.. აარონ რემზი მიეჩვია, რომ ალვარო მორატას უკან მოქმედებს.. ფედერიკო კიეზა ორივე ფლანგზე პროდუქტიულია..

ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც კრიშტიანო რონალდუ და პაულო დიბალა გვაკლია.. შესაძლოა შეიცვალონ შემსრულებლები, მაგრამ ბიჭები სწორ პოზიციაზე და ზოგადად სწორი კურსით მიდიან.

კიეზა? მისი ფუნქცია არის იგივე რასაც აკეთებს ვინგერი.. მეტოქის შეტევისას ფედერიკო მეოთხე ნახევარმცველის ამპლუაში ეხმარება გუნდს დაცვაში.. ამჯერად მარცხენა ფრთაზე იყო, ხოლო კროტონესთან მარჯვნივ.. მას მართლაც შეუძლია თანაბრად ეფექტური იყოს ორივე მხარეს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x