ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”უკანასკნელი სიახლეები რონალდუსთან დაკავშირებით”

Sky Sport კრიშტიანო რონალდუს თაობაზე კონკრეტულ ცნობებს აქვეყნებს:

“დღეს, რონალდუს COVID-19 -ის ტესტის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც პორტუგალიელს ჯერ კიდევ უფიქსირდება აღნიშნული ვირუსი.

თუმცა, იუვენტუსი ყველა ღონეს ხმარობს, რომ UEFA -სგან მიიღოს ნებართვა და ბარსელონასთან მატჩისთვის რონალდუ განაცხადში შეიყვანოს.

ბიანკონერის სამედიცინო შტაბმა შესაბამისი საბუთები უკვე გაუგზავნა ევროპული ფეხბურთის მართველ ორგანოს, სადაც წერია რომ კრიშტიანოს არანაირი სიპტომი არა აქვს. 

თუმცა, ეს ყოველივე საკმარისი არ არის და დანიშნულია ხელახალი ტესტირება, რომელიც დიდი ალბათობით კვირას უნდა ჩატარდეს. 

იმ შემთხვევაში თუ ორშაბათს რონალდუს ვირუსი აღარ დაუფიქსირდება, წესით UEFA დათანხმდება მის განაცხადში შეყვანას, თუმცა აღნიშნული ცნობები ვარაუდის დონეზეა და მას არანაირი ოფიციალური დადასტურება არ გააჩნია.” 

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ძაან ცუდია ეს ყველაფერი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x