ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უეფას განახლებული პროტოკოლი

როგორც ირკვევა უეფამ განახლებული პროტოკოლი მიიღო ძალაში, რომელიც წესით 2021 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა კლუბების დაჟინებულმა მოთხოვნამ სიტუაცია შეცვალა.

შესაბამისად, ფეხბურთელს ექნება თამაში მონაწილეობის მიღების საშუალება თუ მას 24 საათით ადრე ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუდასტურდება.

თუმცა, ძალაში დარჩა წესი, რომლის თანახმადაც მოთამაშეს თამაშამდე შვიდი დღით ადრე არანაირი სიმპტომი არ უნდა უფიქსირდებოდეს.

ამ მხრივ ბიანკონერიმ კრიშტიანო რონალდუსთვის შესაბამისი საბუთები უკვე წარადგინა და ახლა ყველაფერი გუშინდელი ტესტის პასუხზეა დამოკიდებული, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

თუმცა, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რჩება ღიად. რონალდუ COVID-19 13 ოქტომბერს დაუდასტურდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული გუნდთთან ერთად ინტენსიურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია.

აქედან გამომდინარე, მისი თამაში ისედაც და ასედაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იქნება კრიშტიანოს განაცხადში შეყვანა გახდება.

3.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმედია იქნება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x