ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხუან კუადრადო:”ჩვენ იუვენტუსი ვართ”

ხუან კუადრადოს თქმით, სტარტი დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა უარესებიც ახსოვს:

“10 ქულით ვაგებდით, მაგრამ მოვახერხეთ მეტოქის დაჯაბვნა ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

ანდრეა პირლოს დავალებების შესრულებას ვცდილობთ.. გვესმის მწვრთნელის მოთხოვნები და მაქსიმუმს ვიღებთ.

კარგად გვაქვს გათავისებული რაოდენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც პირველიდან უკანასკნელ წამამდე შეუძლია მეტოქისთვის პრობლემების შექმნა..

თუმცა, გუნდებიც ჩვენს წინააღმდეგ იდენტური სურვილით გამოდიან.. რაც არ უნდა იყოს იუვენტუს ბუნებრივია მეტი მოეთხოვება და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ.

მაურისიო სარის ჩემი გამოყენება უფრო მეტად დაცვაში სურდა.. ანალოგიური სიტუაცია სუფევს ახლაც.. დარწმუნებული ვარ სწორ ბალანს ვიპოვით და საუკეთესო შედეგს მივიღებთ.

ბუნებრივია კრიშტიანო რონალდუს სახით დიდი ძალა გვაკლია.. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქე საკუთარ ნახევარზე იკეტება.. ასეთ დროს, პორტუგალიელის ინდივიდუალურობა, მენტალიტეტი და გამარჯვებისკენ სწრაფვა ფუნდამენტურია.. 

ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.. ნაპოლი და ინტერი კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და რეალურად მათთან გვექნება ჭიდილი.

ბარსელონასთან რთულ დაპირისპირებას ველით.. ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი, თუმცა მსგავს შეხვედრებში საკუთარი შესძლებლობების მაქსიმუმის მაქსიმუმს ვდებთ.. 

მოედანზე გამოვალთ და ვაჩვენებთ რომ ეს არის იუვენტუსი, რომელსაც არავის არ ეშინია. რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გვახსოვდეს რომ მაღალი დონის პროფესიონალები ვართ! რომლებიც უკან არაფერზე იხევენ.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ამათ რა უნდა ელაპარაკო ნაპოლისთან 3 ქულა ავიღეთ უთამაშებლად და მაინც ჩვენზე წინ არიან.არ მჯერა რო ისევ ამ ნაგავ ტაქტიკას დავუბრუნდით.ვითომ ნახევარდაცვაში შეცდომები რო არ გამოგვეპაროს და მაინც გვიბარტყუნებენ.ბერნარდესკი საერთოდ რა დამსახურებით ტოვებენ გუნდში მაინც ვერ ვხვდები. საინტერესოა ყველანი რო დაგვიბრუნდებიან ვინებს დატოვებს ზამენაზე 3-5-2ის გამო ბევრი კაი ფეხბურთელის ზამენაზე დატოვება მოუწევს.რონალდოს და დიბალას ეს ტაქტიკა საერთოდ არ უხდებათ.იმედია დროებითია ეს ყველაფერი და ტაქტიკას შეცვლის!

maradona73
maradona73
3 years ago

ესეც კაი ფაფხურა როჟაა რა )

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

ამ დროს მეგობარო არ მჯერა რო არ შეუძლია მეტი და რა ვქნა პროსტა იმედია გაიღვიძებს კიდე კარგად რა

maradona73
maradona73
3 years ago

ხანდახან კაი მატჩებიც მახსოვს ამისი, დაჟე ლიგაზეც გავუოცებივარ )

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

ზუსტად მაგიტო ვიძახი სირბილი ეზარება ალბათ ყველა თამაშში თორე ბევრად მეტი შეუძლია რასაც აკეთებს

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

იმიტო არ გინდობთ ზუსტად შენ კიდე მოუმატა რა მგონია გეზარება სირბილი სტადიონზე

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x