ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ბარსელონასთან მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო:

  • საკადრო პრობლემები
  • ტაქტიკური მონახაზი
  • ლეო მესი

“თავიდანვე გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ლეონარდო ბონუჩის მოედანზე დასაბრუნებლად მაქსიმუმს გავიღებთ. მატეის დე ლიხტთან დაკავშირებით სამედიცინო შტაბს ჩვენთვის მწვანე შუქი არ აუნთია.

კრიშტიანო რონალდუს ტესტის პასუხს რამოდენიმე საათში შევიტყობთ, რის შემდეგაც გადავწყვეტთ იქნება თუ არა განაცხადში. რაც არ უნდა იყოს უკვე 15 დღე გავიდა და ეს დასაფიქრებელი მომენტია. 

უინსტონ მაკენი ვარჯიშობს, მაგრამ რამდენად ითამაშებს დაცვაში არ ვიცი.. სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობ, რომ ამ პოზიციაზე დავაყენებ.

დღეისათვის ჩემს განკარგულებაში ოთხი მცველია და ისინი მოედანზე იქნებიან. 

არ ვიცი რამდენ დროს წაიღებს შეთამაშება. ნურავის დაავიწყდება, რომ ახლა მშენებლობის გზას ვადგავართ, მაგრამ ქულების მასიურად დაკარგვაც დაუშვებელია.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დიდ გუნდს დავუპირისპირდებით და ფეხბურთელებს მსხვერპლის გაღება მოუწევთ, რათა მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ. რაც არ უნდა იყოს ბედნიერები ვართ ასეთი დონის მატჩში მონაწილეობით.. თუმცა, ეს გადამწყვეტი შეხვედრა არ იქნება.

ლეო მესი კვლავინდებურად მწვერვალზეა.. ფეხბურთელის რანგში არაერთხელ შევხვდი და ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც მწვრთნელის რანგში დავუპირისპირდები.

ფეხბურთელებს განსხვავებულად უნდა მივუდგეთ და იმედი მაქვს, ისინი ახლა კარგ კონდიციებში არიან.

ვერონასთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.. კმაყოფილი დავრჩი პაულო დიბალას და ალვარო მორატას მოქმედებებით.. საწყენია, რომ მეტი ბურთის გატანა ვერ მოვახერხეთ, არადა თამაშით ნამდვილად დავიმსახურეთ.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ყველა იმედია კარგ ხასიათზე ვიქნებით უნდა მოიგოთ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x