La Stampa იუვენტუსის სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს
დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე ტურინში ალიანც არენაზე ერთმანეთს იუვენტუსი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან.
ტრადიციულად გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას.
აქედანვე უნდა ითქვას, რომ ტურინელებს სხვადასხვა მიზეზების გამო მატეის დე ლიხტი, ჯორჯო კიელინი, კრიშტიანო რონალდუ და ალექს სანდრო დააკლდებიან.
ანდრეა პირლო 3-4-1-2 სათამაშო სქემით გეგმავს ასპარეზობას.
კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.
დაცვის ტრიოს დანილო, ბონუჩი და დემირალი დააკომპლექტებენ. ლეონარდო ბონუჩიმ როგორც ჩანს მოიშუშა ტრავმა და მაესტრო მას ძირითადში დაყენებას უპირებს.
მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო გაირჯება, ცენტრალურ ზონაში როდრიგო ბენტანკურს და ადრიენ რაბიოს უნდა ველოდოთ, ხოლო მარცხნივ ფედერიკო კიეზას.
გამთამაშებლის პოზიციაზე, კარგ ფორმაში მყოფი აარონ რემზი იქნება, რომლის წინ პაულო დიბალას და ალვარო მორატას ვიხილავთ.
რა უბედურებაა 12 საათამდე ლოდინი, ხან რას მივედები ხან რას მოვედები და გულს ვერაფერს ვუდებ ))))))))
აუ პროსტა ეს მართლა ნერვების თამაშია ხან საიტზე ხან კინოს ვუყურებ სპორტულ წიგნებს ვკითხულობ გარე ამ პანდემის გამო არ გავდივარ და არ გადის ეს დრო რა ახლაც ათზე თამაშია ვაპირებ ჩელსის ყურებას მარა ჩათვალე რო დრო რო გავიდეს იმიტო ვუყურებ როცა იუვეს თამაშია იქ სხვა ფეხბურთს ინტერესით ვერასდროს ვუყურებ თან თუ ლიგაზე ხდება ეს მით უმეტეს იმედია მოიგებენ და ყველაფერი მაგრად იქნება
აქ ანგარიშის გამოცნობა ძაან რთულია თუმცა ის ალბათ ყველამ ვიცით რო იუვემ უნდა მოიგოს კარგი თამაშით
3-1 ;)
არ გეთანხმები მეგობარო 4-0 მორჩება თუმცა იყოს რათ თქვი ის
ეს სასტავი თუ დაიდება, გაუყრით ბარსას )
ესეც პირვე
კიდევ კარგი ბონის ტრავმა არ გამოდგა სერიოზული..თავის მხვრივ ტერშტეგენი,პიკე,უმტიტი და კოუწინიო დააკლდებათ კატალონიელებს,საკადრო პრობლემები არც მათ აკლიათ