ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”ეს არ არის იუვენტუსის დონე”

ლეონარდო ბონუჩი გუნდს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს:

“ბოლო რამოდენიმე მატჩია იუვენტუსი მისთვის შესაფერის დონეს და შედეგს ვერ უზრუნველყოფს.

გვესმოდა, რომ რთული გზის გავლა მოგვიწევდა, მაგრამ ახლა ვალდებულები ვართ მთელი კონცენტრირება და ძალა მოვიკრიბოთ! ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად და შედეგი რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ.

ამ საღამოს ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, რის გამოც მეტოქეს საქმე უფრო იოლი გავუხადეთ.. არადა საკადრო პრობლემები ორივე კლუბში საკმაო იყო, თუმცა საკუთარმა ქმედებებმა ამ შედეგზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ბუნებრივია ყოველ მესამე დღეს თამაში იოლი არ არის.. ამას ემატება შემადგენლობაში არსებული პრობლემები.. რთულია ჯორჯო კიელინის და კრიშტიანო რონალდუს გარეშე მსგავსი დონის შეხვედრაში ასპარეზობა..

თუმცა, როგორც უკვე ვთქვი უნდა ვიყოთ უფრო ერთიანი და გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა, რათა მსგავსი შეცდომები დაშვებული აღარ იყოს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x