ანდრეა პირლო ბარსელონასთან მატჩზე საუბრობს
იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ბარსელონასთან შინაურ არენაზე 0-2 დამარცხდა.
მართალია ალვარო მორატამ ამ მატჩში სამი ბურთი გაიტანა, რომელიც მართალია არ ჩათვალეს, თუმცა სხვა მხრივ ბიანკონერის კატალონიელებისთვის პრობლემები ფაქტიურად არ შეუქმნია.
მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ანდრეა პირლო გაესაუბრა:
“თავიდანვე ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, რადგან დღეისათვის ჩემი გუნდი ბარსელონასთან იმავე საფეხურზე თამაშისთვის მზად არ არის.
ძალზედ რთულია ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელებით კვირაში ორი 90 წუთიანი შეხვედრის გასამართათ.
იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან, რადგან დღეისათვის საკმაოდ მწირი არჩევანია.. ეს არ გვაძლევს ვარირების საშუალებას.
რთულია 10 კაცით დარჩენის შემდეგ მეტოქის მარწუხებში მოქცევა.. ასეთ დროს იზრდება შანსი, რომ მეორე ბურთს მიიღებ, რადგან წინ წასულზე უკან ძალიან დიდი სივრცე გვრჩება.. სწორედ ეს დაგვემართა მერიჰ დემირალის გაძევების შემდეგ.
ფაბიო კაპელოს მოსაზრებას ვიზიარებ, რომელიც მიუთითებდა ფედერიკო კიეზას იგნორირებაზე.. საქმე იმაშია, რომ იტალიელი ფლანგზე გავამწესეთ, რომლის ვალდებულება იყო მეტოქის დაცვის ზღუდეების გაწელვა..
ამის ნაცვლად მოთამაშეები ერთმანეთთან მჭიდროდ იდგნენ და აქედან გამომდინარე ჩანაფიქრმა არ იმუშავა.. ბურთი უფრო მეტად პაულო დიბალაზე გადიოდა, რასაც საჭირო სისწრაფე და სიმწვავე აკლდა.
ვალდებულები ვართ ბურთი სწრაფად ვათამაშობთ.. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაშის უპირატესობაში ვერ აღმოვჩნდებით..
ჩანაფიქრი მეორე ტაიმზე? როგორც გითხარით კიეზა უკიდურესად ფლანგზე, ხოლო მოპოვებული თავისუფალი სივრცის ათვისება ადრიენ რაბიოს ევალებოდა.. საპირისპირო მხარეს კუადრადოს აქტიური ჩართვა შემტევ მანევრირებაში.. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ სერხი რობერტოსთვის ცხოვრება გაგვერთულებინა.
სამწუხაროდ, ამ ჩანაფიქრმა არ იმუშავა.. გადაწყვეტილებებს ბუნებრივია მოედანზე მყოფები ღებულობენ და ეს ყველაფერი გამოგვადგება პროგრესირებისთვის. მათ დაინახეს შეცდომები და ახლა დროა გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.
ჩემი პერიოდის ნახევარდაცვა და დღევანდელი? კლუბებს აქვთ ეპოქები.. როდესაც შემადგენლობაში საოცარი მასშტაბის მქონე ფეხბურთელები არიან.. მაგრამ მაშინ მათ დიდი გამოცდილება უმაგრებდათ ზურგს..
დღევანდელ სიტუაციაში აუცილებელია ზრდა და ამ გამოცდილების ეტაპობრივად დაგროვება.”
საშინელება იყო..ხარისხი ნოლი,სამწუხაროდ არც თუ ისე ძლიერ მეტოქესთან პირწმინდად დავმარცხდით..არ არსებობდა რაიმე ტაქტიკური მონახაზი..ჭირდა ბურთის ამოტანა..ნუ არ ვიცი,უამრავი სამუშაოა..
3-5-2 ით ჩემ ფეხებს მოიგებ. კონტეს მიმბაძველისგან რისი იმედი უნდა გქონდეს ვაფშემ კაცს? ან ყველა შემტევი რომ ერთად დააყენე სკამზეც რომ უნდა გეჯდეს ვინმე ჯოკერად აქამდე არავის უთქვია შენთვის? ტიპი რეჯისტა იყო თავად და ფლანგების ხაზი გააცვეთინა იგროკებს
მოკლედ როგორც გული მიგრძნობდა და აღიარება არ მინდოდა, პირლოს სკუდეტოს შენარჩნუნებაც ძალიან გაუჭირდება სამწუხაროდ.
მერე გამოუცდელი მაკკენით აპირებდი შეტევის გაძლიერებას?
რატომ არ შემოიყვნა გამოცდილი რემზი?
თავიდანვე ისეთი სქემით დაიწყო სამწუხროდ მერე შეცვლები მნიშვნწლობას კარგავდა ვის შემოიყვანდა და ვის არა. გამოუცდელიაო კაი რა, ყველა ამბობს მოედანზეც და გასახდელშიც მწვრთნწლი იყოო. თუ ასეთი მწვრთნელი იყო მაშინაც მაშინ საღოლ ძმაო