ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამორუზო:”დიბალამ დონე ვერონასთან კი არა ბარსასთან უნდა დაამტკიცოს”

იუვენტუსის ექს ფორვარდი ნიკოლა ამორუზო ანდრეა პირლოს კრიტიკას ზედმეტად მიიჩნევს:

ფაქტია ანდრეა ანიელის გადაწყვეტილება იყო ინტუიცია.. მას დაინახა დიდი პოტენციალი, რომელიც უნდა განვითარდეს. 

პირლოს მართლაც ძალიან ცოტა დრო ქონდა, რათა გარკვეული მექანიზმები საქმეში ენახა.. ამიტომაც უწევს რიგ ეპიზოდებში მისი ამ რეალობაში მოსინჯვა.

თუმცა, ბარსელონასთან ნანახმა ჩემზეც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.. ვემხრობი იმ აზრსაც, რომ თავად მწვრთნელსაც რაღაცეები გადასახედი აქვს.

გასაგებია, რომ კრიშტიანო რონალდუს გარეშე რთულია.. ბარსასაც ლეო მესი რომ არ ყოლოდა, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა.. ისინი უდაოდ ყველაზე მაღლა მდგომები არიან.

პაულო დიბალას კონტრაქტი სრულად არის მის ხელში.. მან უნდა დაუმტკიცოს იუვენტუსს რომ ტოპ დონეა.. უნდა შექმნას სხვაობა.. ვერონასთან კი არა აი ამ ბარსელონასთან თუნდაც, სადაც კლუბს ლიდერი აკლდა!

შეხედეთ დღევანდელ ინტერს.. მათ თამაში არის იდეა და სული.. ინდივიდუალიზმიც.. ბიანკონერის ეს ყველაფერი და დამატებით კომპაქტურობა აქვს დაკარგული. დროა ფეხბურთელებმა საქმეს სერიოზულად მიხედონ.

სკუდეტოსთვის ინტერი და იუვე იბრძოლებენ.. თუმცა, ნაპოლის ჩამოწერაც არ შეიძლება, რადგან ჯენარო გატუზომ მშვენიერი სამუშაო გაწია.”

3 thoughts on “ამორუზო:”დიბალამ დონე ვერონასთან კი არა ბარსასთან უნდა დაამტკიცოს”

  1. ნეტა რა უნდა დიბალასგან ამაზე მაგარ ბარსელონას ხო მიართხვა ერთხელ მაგ დიბალამ! დიბალას ფორმიდან ამოვარდნა კიდე დროებითია.მარა ვერც ვერავინ თამაშობს და ამ ერთმა რა თავი უნდა გამოიჩინოს. 99% მწვრთნელის ამბავია. ვინ სად დგას ვერ გაიგებ ტო პასებზე ხო ვაფშე ვერავინ ვერავის ვერ უგებს.შემადგენლობაში თითქმის ვერ ვხედავ პრობლემას მე პირადად.

  2. ნახევარდაცვაში გვინდა ვინმე გამოცდილი, დონე ტიპი. რაბიო, ბენტანკური, არტური იმ “ტიპის” გვერდით იქნებიან კარგები. ამ ეტაპზე რა დონეზეც არიან, იუვენტუსს მაგათთვის დამოუკიდებლად ცენტრის ჩაბარება არ უნდა უწევდეს. პიანიჩის გაშვება არ იყო სწორი, ეგეთი არტური აგერ ბენტანკურიც გვყავდა და რაბიოც. რაკიტიჩიც წამოეყვანათ კი მაინც მაგასთან ერთად. დაუჯერეს სარის, სარი გაუშვეს და დაგვრჩა აგერ ჩამოუყალიბებელ ტიპებზე მინდობილი ნახევარდაცვა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.