ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო კიეზას პრესკონფერენცია

რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა იუვენტუსის საწვრთნელ კომპლეს კონტინასაზე ფედერიკო კიეზას პრესკონფერენცია, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

“მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით და სიმართლე გითხრათ, შეხვედრა 20 დღის წინ უნდა მომხდარიყო, თუმცა კარანტინის გამო მისი გადადება მოგვიწია.

პირველ რიგში ფლორენციელ გულშემატკივრებს და მთელ კლუბს მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ფანტასტიური წლებისთვის! მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ეს სიყვარული მუდამ თან გამყვება.

ძმისადმი მუქარები? დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს ფეხბურთთან არანაირი კავშირი არა აქვს. ახლა კონცენტრირებული ვარ იუვენტუსში წარმატებულ სვლაზე და სხვა არაფერი მაინტერესებს.

იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე დღით ადრე დამიკავშირდა და მათ მაქსიმუმი გაიღეს ჩემს გასაფორმებლად.

მინდა მათ ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო! ეს არის ოცნება, რომელიც ასრულდა. დიახ, პასუხისმგებლობაც იგრძნობა, თუმცა მინდორზე გამოსვლისას მსურს თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავეხმარო! მწვრთნელს ყოველდღიურად დავუმტკიცებ, რომ შემიძლია კლუბისთვის პროდუქტიული ვიყო.

როკო კომისოს სიტყვები? თამამად გეტყვით, რომ ფიორენტინას და მის თითოეულ წევრს ყოველთვის ვექცეოდი დიდი პატივისცემით. შესაბამისად, ახლა ამ თემას აქვე დავხურავ.

მამა და დედა ჯერჯერობით ფლორენციაში რჩებიან. კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები თავისას შვება, თუმცა როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება ისინი აუცილებლად მესტუმრებიან.

მათგან რჩევა არ მიმიღია, რადგან ესმით რაოდენ დიდი ემოციების ქვეშ ვარ..

მართალია ტურინში სულ ახლახანს მოვედი, მაგრამ აქაურ ატმოსფეროს უკვე ვეზიარე.. აქ ყველა გამარჯვებით ცხოვრობს! მხოლოდ წარმატებას აქვს მნიშვნელობა.. ყოველ შეხვედრაში შენი უშუალო დავალება მეტოქის დამარცხებაა!

ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი არიან ადამიანები, რომლებმაც იტალიურ ფეხბურთში დიდი ისტორია შექმნეს.. მათგან რჩევა კი არა ელემენტარულად გასახდელში ყოფნაც კი უკვე წარმატებაა.. შენ ყოველდღიურად სწავლობ მათი ყურებით. 

იმედი მაქვს, რომ მეც შევძლებ პატარა ისტორიის შექმნას, თუმცა იქამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი.. არის ბევრი რამ რისი გაუმჯობესებაც მართებს.

ჩემპიონთა ლიგამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.. იუვენტუსის მაისურით ასეთ ტურნირზე მონაწილეობა კიდევ ერთი ოცნების ახდენაა.. კიევში კარგი მატჩი გავმართეთ, ხოლო კატალონიელებთან ნაკლებად წარმატებული.

თუმცა, ჩვენ ვართ გუნდი რომელიც ახლა შენდება.. ენთუზიაზმი დიდია და მერწმუნეთ ბეჯითი მუშაობით, აუცილებლად მივალთ იმ შედეგამდე რასაც ვიმსახურებთ. 

განსხვავება? ფიორენტინაში შენ გეკითხებიან სად გსურს თამაში, ტურინში სხვაგვარი სიტუაციაა.. შენ ხარ გუნდზე ორიენტირებული და სადაც თანაგუნდელებისთვის იქნება საჭირო სწორედ იქ უნდა გაიღო მაქსიმუმი.

ჩემის მხრივ, მზად ვარ მწვრთნელის უშუალო მითითებების შესასრულებლად თითოეულ შეხვედრაში.

შემიძლია, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ.. ერთი სიტყვით ეს ნიუანსებია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი გუნდის წარმატებაა.

კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ჯერ არ მივარჯიშია, თუმცა ეს დროებითია და მისი ხილვით ბედნიერი დავრჩები.”

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

გილოცავთ იუვეს დაბადების დღეს ყველას

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x