ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ახლა 60-70%-ი ფიქსირდება..”

ანდრეა პირლო კმაყოფილი ჩანდა გუნდის მიერ ნაჩვენები საქმისადმი მიდგომით, რომელიც მეორე ტაიმში დაფიქსირდა:

“პირველ ნახევარში უფრო მეტი აგრესია გვმართებდა. გვქონდა მომენტები, რომელიც გამოსაყენებელი იყო.

როდესაც თამაშს ღიას ტოვებ, არსებობს წარუმატებლობის მაღალი ალბათობა.. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველაფრის მაშინ დასრულება როცა ამის საშუალება არსებობს.

მეორე 45 წუთში სწორი შემართებით გამოვედით.. გვსურდა მოგება და კრიშტიანო რონალდუმ ამაში დიდი დახმარება გაგვიწია.

ამ შეხვედრაში მცირე ექსპერიმენტი გვქონდა, რომელიც გულისხმობს არტურის რეჯისტაზე დაყენებას.. მეტოქემ იცოდა რომ ბრაზილიელი მცველების წინ იქნებოდა, რითაც ოდნავ უფრო მეტ თავისუფალ სივრცეში იმოქმედებდა. მისგან მარცხნივ მყოფმაც კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ანალოგიური ეხება პაულო დიბალასაც.. დაცვიდან ამოსვლის საკითხში არგენტინელი გუნდს არაერთხელ დაეხმარა. მას ახლა უბრალოდ კონდიციებში შესვლა ესაჭიროება და ამის უზრუნველყოფა სათამაშო დროით ხორციელდება.

ნაკლებად წარმომიდგენია მათი ერთად ყოფნა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ტურში.. დიბალა ჯერ ახლა კრიფავს ფორმას.. რონალდუ ეს ესაა რაც გამოვიდა.. ასე რომ მოთმენა მოგიწევთ.

ტაქტიკა? დაცვაში თავს ყოველთვის ოთხი მცველით ვიცავთ.. შეტევაში გადასავლისას ვცდილობთ განაპირა ფეხბურთელის წინ წაყვანას.. ახლა თან რესურსის მხრივათაც შეზღუდული ვარ. ასე რომ უმჯობესია დანარჩენების დაბრუნებას დაველოდოთ, რის შემდეგაც გადავწყვეტთ თუ როგორ გავაგრძელებთ ასპარეზობას.

უინსტონ მაკენის პოზიცია? დიახ, უჩვეულო იყო.. მისია მდგომარეობს იმაში რომ ზონებს შორის ბურთი არ გაგვეპაროს, რითაც მეტოქემ შესაძლოა სახიფათო შეტევა განახორციელოს. მე კი მსურს შეტევაში მრავალფეროვნება გვქონდეს, ხოლო დაკარგვის დროს მისი სწრაფი დაბრუნება ორგანიზებულად ხორციელდებოდეს.

ჯერ 60-70 %-ზე თუ ვართ მისულები.. როდესაც ტრავმირებულები დაგვიბრუნდებიან, მათ მალევე მოუწევთ სისტემაში გარკვევა და მორგება. ბურთი ზონებს შორის სწრაფ ტემპში უნდა გადაადგილდებოდეს.. ფეხბურთელებმა მაღალ სიჩქარეზე უნდა იგრძნონ ერთმანეთი. ეს რთულია, მაგრამ ვმუშაობთ.

დაცვაში ორი ხაზით ვიცავთ თავს.. ორი ზონა მჭიდროდ დგას ერთმანეთთან.. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ბიჭებს უკან ბევრი არ ქონდეთ სარბენი.. ერთია, როდესაც 70 მეტრიან კროს აკეთებ და მეორე როდესაც საუბარი 5-7 მეტრზეა.. ასე შენ გრჩება ენერგია, რომ ბურთის დაბრუნებისას ძალა წინ წასვლისთვის შემოიტოვო.”

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

დელიხტი როგორ აკლია გუნდს, ასევე სანდროც.

maradona73
maradona73
3 years ago

კრიშტიანო, მორატა და კიეზა იკვეთება ძირითადის შეტევის სამეული.
დიბალას ზამენიდან მოუწევს თამაში თუ მაგრა არ მოუმატა.

maradona73
maradona73
3 years ago

რონალდო არ შემოსულიყო, მერე დაგეთვალა პროცენტები … სპეციასთან და კროტონეებთან რონალდოს გარეშე ვერ უნდა იგებდეს იუვე?

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

მეგობარო ეს არის მთავირი პრობლემა ვერ უნდა იგებდეს კი არა ერთი ამოსუნთქვით უნდა იგებდეს

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x