ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალასთან დაკავშირებით ესპანური მედია ახალ ცნობებს აქვეყნებს

ესპანურ მედიაში არ წყდება საუბარი პაულო დიბალასთან დაკავშირებით.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, სამეფო კლუბისთვის არგენტინელი შემტევი პრიორიტეტულ ტრანსფერად სახელდება.

პარალელურად იტალიური მედია გამომცელობების ცნობით, ბიანკონერის მმართველების გადაწყვეტილებებით, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი მომავალ წლამდე გადაიდო.

ამის მიზეზი ჯერ არ სახელდება, თუმცა ფაქტია რომ მხარეებს შორის ბოლო პერიოდში იდეალური ურთიერთობა აღარ სუფევს.

მადრიდელები კი თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამენ დიბალა სანაცვლოდ ედენ აზარიც კი დათმონ..

აქამდე სახელდება ისკო ალარკონის სახელი, თუმცა ტურინელებისთვის მისი პერსონა დღეისათვის ფინანსური კუთხით დამაკმაყოფილებელი წინადადება არ არის.

6 thoughts on “დიბალასთან დაკავშირებით ესპანური მედია ახალ ცნობებს აქვეყნებს

  1. ამნაირ იუვეში ვინ რა თავი უნდა გამოიჩინოს ? თან ეხლახანს მიეცა შანსი თამაშის.ოხ პირლო პირლო რა ეს რა ტაქტიკა აირჩიე 1% არ ამართლებს ამის ხელში ეს სქემა.აი დღეს მოიგებენ ალ;ბათ და რა მაგრები ვართო დაიწყებენ.

  2. მეგობრებო ნამეტარი მოუკლო უკვე დიბალამ ნუ მარა თუ გაუშვებენ კარგი ფეხბურთელით უნდა შეცვალონ თავისთავად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.