ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

ბუფონი – 6.5 – გაშვებულ ბურთში მისი ბრალეულობა არ არის. 63 წუთზე საოცარი რეაქციით იხსნა გუნდი მორიგი გოლისგან.

კუადრადო – 6.5 – პირობითად მარჯვენა მცველი, თუმცა მთელ ფლანგზე ძალიან აქტიურად თამაშობდა და გუნდს ინტენსიურობას მატებდა.

დემირალი – 6 – მოქმედებდა კიელინის ნაცვლად და უნდა ითქვას, რომ ტრადიციულად უსაფრთხო არ ყოფილა. რამოდენიმე ისეთი ქმედება იყო, რომელიც პრობლემებს მოასწავებდა.

ბონუჩი – 6.5 – კარგად დირიჟორობდა საკუთარ გუნდს უკანახაზიდან.. ის რაც მოწონს და იცის.

დანილო – 6 – სასიამოვნო იყო მისი ყურება შეტევაში. პირველ ბურთში ლომის წილი შეაქვს, მაგრამ დაცვაში მეტი ხარვეზი დაფიქსირდა.

კიეზა – 6.5 – მოქმედებს შეტევის მთელ ფრონტზე. არ ჩერდება და მუდამ ძიებაშია. მოიპოვა 11-იანი საკუთარი გუნდისთვის.

არტური – 7 – საკვანძო იყო ნახევარდაცვაში. ეფექტურად და ზუსტად ასპარეზობდა, ის რაც ამ საღამოს გუნდს ძალიან ჭირდებოდა.

ბენტანკური – 6 – რეჯისტას როლში კვლავ აკლია საჭირო ცივსისხლიანობა, რაც გასულ სეზონში უფრო მეტად გააჩნდა. ძირითადად საშინაო დავალებით შემოიფარგლა.

რაბიო – 6.5 – 62 წუთზე – გამოდის ცივსისხლიანად და იტანს გოლს შესაბამის სტილში, რითაც წერტილს უსვამს მეტოქის მცდელობებს.

მაკენი – 7 – ამერიკელის მორიგი კარგი შეხვედრა. მთელი მატჩის განმავლობაში, გარდა იმისა რომ ჩამშლელ მოქმედებებში იყო ნაყოფიერი, ალვარო მორატასაც კარგად ეხმარებოდა.

რემზი – 62 წუთიდან – 6 – კონკრეტული ტაქტიკური დავალებებისთვის, არც მეტი არც ნაკლები.

დიბალა – 5.5 – თითქოს ყველა მონაკვეთზეა.. ცდილობს ფლანგიდან ფლანგზე გადასვლას, ცენტრში მოძრაობას, უკან დახეულ ნახევარმცველადაც კი.. მაგრამ არაფერი გამოდის..

რონალდუ – 56 წუთიდან – 7.5 – გამოდის კოვიდიდან იძულებული პაუზის შემდეგ და მოაქვს შედეგი, ორი გატანილი გოლი, ხოლო გუნდმა თითქოს გამოიღვიძა.

მორატა – 7.5 – მორიგი სოლიდური მატჩი ესპანელის შესრულებით. სულ უფრო და უფრო მეტად ხდება იუვენტუსის შეუცვლელი ცენტრ ფორვარდი.

პირლო – 6.5 – რომ არა დროული შეცვლები და რონალდუ მაესტროს ქულა გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ხოლო მისი მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა ტურინელთა რიგებში.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

დიბალა კატასტროფაა უკვე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x