ბერნარდესკი ტრანსფერზეა – იტალიელით სამი კლუბი ინტერესდება
იტალიური მედიის ინფორმაციით ფედერიკო ბერნარდესკი დღეისათვის ტრანსფერზე არის დაყენებული.
კლუბმა ფეხბურთელთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იტალიელს იანვარშივე შეელევა.
დღეისათვის შემტევით სამი კლუბი ინტერესდება და ესენი არიან ბარსელონა, ნაპოლი და მილანი.
ჯერჯერობით სატრანსფერო თანხა არ სახელდება, თუმცა პირველ ეტაპზე დიდი ალბათობით საქმე არენდასთან გვექნება, გამოსყიდვის უფლებით.
აქამდე ფედერიკო ტურინის დატოვებას უარობდა, თუმცა მისი წლევანდელი ასპარეზობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და როგორც ჩანს მხარეებმა ერთმანეთთან საბოლოო დამშვიდობების გადაწყვეტილება მიიღეს,
ლოკატელიზე ჩალიჩობენ ეხლა მგონი სერიოზულად.
რა უღიმღამო და უნიჭო თობა წამოუვიდა იტალიას, ორი კაციც არ თამაშობს იუვეს ძირითადში იტალიელი )
კი,პირლოს ინიციატივაა ლოკატელი
არა და როგორ მიხაროდნა ამას რომ ყიდულობდნენ მაშინ.
ფიორეში შეუდარებელი იყო,აქ რა მოუვიდა ვერ გამიგია
უნდა გაუშვან არაა ამის ადგილი იუვეში. იმედია კიეზა გაამართლებს
ვერაფერი გამოვიდა ამ სიპლიპიტოსგან…… დროა ააცვას!!
ასეთი გაფლოპება ფეხბურთელის იშვიათია, 1 თამაშში დამამახსოვრა მხოლოდ თავი ატლეტიკოსთან.