იტალიური მედია:”ლოკატელი ნომერ 1 სამიზნედ სახელდება”
იტალიური მედიის მტკიცებით იუვენტუსი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სასუოლოს შუახაზელის მანუელ ლოკატელის დამატებას კიდევ ერთხელ ეცდება.
მოკრძალებულმა კლუბმა ზაფხულში შეძლო და ლოკატელი შეინარჩუნა, თუმცა იმავეს გაკეთება ახლა ძალზედ გაუჭირდება.
ბიანკონერიმ შეიძლება ითქვას, რომ მანუელი ნომერ 1 სატრანსფერო სამიზნედ დაისახა..
სხვათაშორის თავად ლოკატელიც თანახმაა ტურინში გადაბარგებაზე, თუმცა ზაფხულში გავრცელებულ ხმებზე მოკრძალებით განაცხადა, რომ ჯერ სათანადო დრო მოსული არ იყო.
ბიანკონერის შუახაზში რეჯისტას პოზიციაზე ჯერ კიდევ დიდი პრობლემები აქვს და მათი მოსაზრებით, 24 მილიონად შეფასებული ლოკატელი შეძლებს ამ მისიის გადაჭრას.
ძაკიან მოუხდენა იუვენტუს, ნამდვილად კაი ბიჭია
ეს იქნება ძალიან აზრიანი ტრანსფერი, მით უფრო რომ იტალიელია!! მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
კარგი იქნება