ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია
დღეს, ჩვენი დროით 0:00 -ზე უნგრეთში ერთმანეთს ფერენცვაროში და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.
გთავაზობთ ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენციას:
“ბუდაპეშტი ძალიან ლამაზი ქალაქია და აქ არაერთხელ ვარ ნამყოფი. ბარსელონასთან მარცხმა გვანახა, რა მიმართულებით გვმართებს მუშაობა.
ფერენცვაროშის თამაში კარგად გვაქვს შესწავლილი. ეს საკმაოდ სიმპატიური გუნდია, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.
ისინი არ იმსახურებდნენ ბარსელონასთან გამანადგურებელ მარცხს.. ხოლო კიევთან ნაყოფიერი მატჩი გამართეს და მოგებაც შეეძლოთ.
უინსტონ მაკინის პოზიციაზე ბევრი კითხვები იყო.. მან ითამაშა ისე, როგორც წინა შეხვედრებში აარონ რემზიმ და სხვა ნახევარმცველებმა.. ასეთი გზით ფლანგზე უფრო დიდ ზეწოლას ვახროციელებთ და შემტევ ხაზს ვზრდით.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. მათთან ერთად ატმოსფერო განსაკუთრებულია.. ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმული და ასევე პრობლემაც არის.
ჩემპიონთა ლიგაზე იოლი შეხვედრა არ არსებობს.. ყველა იმსახურებს სათანადო პატივისცემას და ყურადღებას. თუმცა, ჩვენ აქ სამი ქულისთვის ვიმყოფებით.”