ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალვარო მორატა:”აქ თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ”

ალვარო მორატა საოცარ ფორმაში იმყოფება..  მიმდინარე სეზონში ესპანელის ანგარიშზე 7 შეხვედრაში 6 გატანილი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ირიცხება. ამასთან ერთად, 6 გატანილი გოლი თამაშგარედან, რომელიც უბრალოდ სტატისტიკისთვის მოყვანილია და მეტი არაფერი.

შემტევი ტურინში თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობს და ჟურნალისტებს საკუთარ ემოციებზე ესაუბრება:

“აქამდეც განვაცხადე, რომ აქ დაბრუნებისას თავს მეტად შემდგარ ფეხბურთელად ვთვლიდი.. ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს საყვარელი საქმიანობის კეთებისას, გრძნობდეს რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა..

იუვენტუსში თავს სწორედ ასეთ ადამიანად მივიჩნევ.. სადაც შენ სრულად გრძნობ სიყვარულს და მხარდაჭერას.. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

მერწმუნეთ მე ჯერ კიდევ შემიძლია პროგრესი.. ვიცი რა მიმართულებით მმართებს მახასიათებლების გაუმჯობესება და ამისთვის ბევრს ვიშრომებ.

არ მჭირდება იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს გუნდისთვის კრიშტიანო რონალდუ. პორტუგალიელი გუნდში მყოფ თითოეულ მოთამაშეს ესაუბრება და ეხმარება.. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდუ მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენთვის.

ფაბიო პარატიჩის თქმით ჩემი მოყვანა იმიტომაც გადაწყვიტეს, რომ თავის დროზე რონალდუსთან და პაულო დიბალასთან ერთად მაქვს ნათამაშები? 

დიახ, მათ მშვენივრად ვიცნობ და ახლა მთავარია ეს მახასიათებლები რაც გააჩნიათ, მოვერგო და პროდუქტიულად გამოვიყენო კლუბის საერთო წარმატებისთვის.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მაგარი ხარ სიყვარული კი არ მოგაკლდება ასე თუ გააგრძელებ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x