ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დავიდ ალაბა ბაიერნს ტოვებს

დავიდ ალაბა ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ეს ინფორმაცია გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გაავრცელა:

“ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ვიტყოდი, მაგრამ დავიდი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს”.

სხვადასხვა მედია გამომცემლობის მტკიცებით, საქმეში იუვენტუსი, ინტერი, მანჩესტერ სიტი და რეალი ფიგურირებენ.

ამ ეტაპზე რომელიმე კლუბის უპირატესობაზე საუბარი რთულია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ იუვე საქმეში ჩაერთვება, მაშინ სეზონში მინიმუმ 13-15 მილიონის გაღება მოუწევს.

არ დაგვავიწყდეს იუვენტუსის ახალი პოლიტიკა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია – ანაზღაურებების შემცირება.. შესაბამისად ასეთ სიტუაციაში ალაბას გაფორმება, გარკვეულწილად იმას ნიშნავს, რომ მასთან მიმართებაში იტალიელები გამონაკლის დაუშვებენ..

თუმცა, დაუშვებენ კი?

6 thoughts on “დავიდ ალაბა ბაიერნს ტოვებს

  1. გერმანული გამოცემა ბილდის ცნობით სწორედ იუვეა ალაბას ტრანსფერზე ფავორიტი..პ.ს.რატომღაც მგონია რომ გავიწევთ,28 წლის,ფორმის პიკში იდეალური იქნებოდა

  2. 20 მლნ ევრო-თანხა რომელსაც წლიური გასამრჯელოს ფასად ითხოვს ალაბა რის გადახდასაც არ აპირებს ბაიერნი(ცოტა უცნაურია ტიპი ფაქტიურად ბაიერნის აღზრდილია მიჯნით მე11სეზონს ატარებს მიუნხენურ გრანდში)დალშე ალაბა ფანტასტიკაა..

  3. კიელოს დაბერების და მარჯვენა ფლნგის პრობლემების ფონზე, ნამდვილად ღირს გამონაკლისის დაშვება და მაღალი ხელფასის გადახდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.