ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ფერენცვაროშთან მატჩზე საუბრობს

იუვენტუსმა ფერენცვაროშზე გამარჯვების შემდეგ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა.

მატჩის შემდეგ საკუთარი მოსაზრება ჟურნალისტებს გუნდის თავკაცმა ანდრეა პირლომ გაუზიარა:

“შედეგით კმაყოფილი დავრჩით, მაგრამ უშუალოდ თამაშის კუთხით ბევრი კითხვის ნიშნებია.. შეგვეძლო გაცილებით ცივსისხლიანად მოქმედება, რის სანაცვლოდაც უამრავი მიკრო შეცდომა დავუშვით.

ფეხბურთელებს ბევრს ვესაუბრები, მაგრამ გადაწყვეტილებებს მოედანზე მყოფები ღებულობენ. აუცილებელია ნაკლები ეგოისტურობა და უშუალო, მარტივი მოქმედებები რისი დამსახურებითაც თამაშს მალევე დავხურავთ.

გუნდიდან 100%-ით მზად ყველა არ არის. ამ შეხვედრაში ორი ფორვარდით და ვინგერით ვითამაშეთ.. ვარირებაზე უკან არასდროს დაგვიხევია და არც მომავალში ვგეგმავთ ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილებას.

არტური თამაშის დაწყებამდე გრძნობდა თავს შეუძლოდ.. უკვე მე-20 წუთზევე ვიყავით მზად შესაცვლელად, მაგრამ თავად ფეხბურთელს პირველი ტაიმის დასრულება სურდა..

წესით არტურს უფრო წინ წაწეულს უნდა ეასპარაზა, მაგრამ სუნთქვა უჭირდა და უკან ამიტომაც ჩამოდიოდა..”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve 92
juve 92
3 years ago

რამოდენიმე ცუდი სტარტი მახსოვ და მერე ფინალები ლიგაზე ასე რომ ყველაფერი წინ არის, მარამ ეს ნახევარდაცვა მაგიჟებს

juve 92
juve 92
3 years ago

თქვენი არ ვიცი. მაგრამ მე პირლოს ი მჯერა და მგონია რო მაგრა მომატებს გუნდი .

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  juve 92

ეს მძიმე პერიოდი თუ გადავიარეთ მაშინ უდავოდ ეგრე იქნება. ხო იცი ქალიშვილზე ჭირს თორე მერე კანფეტ. . . :D :D :D

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

შედეგი კარგია ნამდვილად ხარისხი არ შეფასდება ამ გუნდთან ჩემი აზრით

Juve2003
Juve2003
3 years ago

მართალია, თუმცა სპეციასთანაც იგივე ანგარიში და თამაშის იგივე ხარისხი იყო. . . ცოტათი საეჭვო დონეზე დგას იუვე +3 გოლის და +3 ქულის მიუხედავად.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  Juve2003

ვერ დაგეთანხმები მეგობარო სპეციათან ბევრად კატასტროფა იყო და რო ვუყურებდი თამაშს ძაან ცუდად ვიყავი აქ ეს არ დამრჩა თუმცა ხარისხი რო მოსამატებელია ეს თავისთავად

Juve2003
Juve2003
3 years ago

ერთი უეჭველი სიმართლე ისაა რომ იუვე ბეწვის ხიდზეა. სამწუხაროთ სიმყარე დიდად არ ეტყობა. თუმცა მონდომება ჩანს და იმედია შედეგითაც მალე დაგვარწმუნებენ თავის სიძლიერეში, რომ ბანძ კლუბებთან თამაშისაც მაინც აღარ ვინერვიულოთ

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  Juve2003

სიმართლე მეგობარო კიდე ია არის რო ნამეტარი გარისკეს პირლოს დანიშნვით თუმცა როგორც თქვი თუ მოინდომებენ და პირლოც ჩამოყალიბდება ერთ სქემაზე რო გუნდმა ითამაშოს მაშინ მართლა ყველაფერი კარგად იქნება ასე უნდა იყოს პრიორიტები განაწილებული სწორად რომელი ტურნირის მოგება ჭირდება ახლა იუვეს ყველაზე მეტად სწოორი მექანიზმი გუნდში და მშვიდი გარემო უკვე არის იმის გარანტია რო ტიტულისთვის კი არა ერთ სეზონში ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ მომავალ წელს იმედია იუვეს საერთოდ ვერ ვიცბოთ პირლოს ხელში იქნება სხვა შემდგარი ყველა მიმართულებით ნერვიულობა პატარა გუნდებთან კი სულ მოგვიწევს რადგან პირლო ამას ვერ გამოასწორებს და ვერც ვერავინ აგდებულ დამოკიდებულებას მეტოქის მიმართ მარა იმის მჯერა საერთოდ აღარ ვინერვიულებთ რთულ მეტოქესთან… Read more »

Juve2003
Juve2003
3 years ago

გაიხარე ძმაო, შენც წარმატებები. . . ჯერ ყველაფერი ახლა დაიწყო, ნელ-ნელა ყველაფერი იქნება. . . ფორზა იუვე ;)

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  Juve2003

თავისთავად მეგობარო მოვა ის დრო მალე იუვე ერთად გაგვახარებს ლიგის მოგებით ყველა იუვეს ბალეშიკს და მჯერა ეს პირლოს ხელში იქნება

maradona73
maradona73
3 years ago

“შედეგით კმაყოფილი დავრჩით, მაგრამ უშუალოდ თამაშის კუთხით ბევრი კითხვის ნიშნებია.. შეგვეძლო გაცილებით ცივსისხლიანად მოქმედება, რის სანაცვლოდაც უამრავი მიკრო შეცდომა დავუშვით.”
———————————-

აი რა უნდა ვთქვა, ასეთი დაბალი დონის გუნდთანაც რომ უამრავ შეცდომას უშვებენ ….

ჯერ ხო იმ ბუღალტერმა აურია ტვინი ფეხბურთელებს, ეხლა ესეც უმატებს.

ან ძალიან დიდი ნდობა გამოუცხადა ანიელიმ და იცის რომ არ გაუშვებენ, ან არა და მაგრა რისკავს ამ ექსპერიმენტებით.


Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  maradona73

ბუღალტერმა :D საღოლ მაგარი იყო. 100%ით გეთანხმები. პირლო ადამიანურად კარგი როჟაა მარა სხვაგან რო ემეცადინა და მერე მოსულიყო არ იქნებოდა ცუდი. წაქცეულ გუნდს კი მინიმუმ ალეგრი ან პოჩეტინიო მაინც სჭირდებოდა. იმედია სკუდეტოს მაინც შევინარჩუნებთ წელს და დალშე არ ვიცი :P

maradona73
maradona73
3 years ago

არ მიყურებია დავთვერი, იუბილარი ვიყავი გუშინ )

რა სჭირს არტურს, რამე სერიოზული ხომ არაა?

bibobibo
bibobibo
3 years ago
Reply to  maradona73

გილოცავ ძმა წარმატებები…არც მე არ მიყურებია დავთვერი გუშინ ანგარიშს ვადევნებდი თვალს უბრალოდ

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  bibobibo

მადლობა ძმაო, წარმატებები აგრეთვე )

juve 92
juve 92
3 years ago
Reply to  maradona73

გილოცავ, მრავალს დაესწარ….

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  juve 92

გაიხარე ძმა, 47-ის გავხდი სიბერე მეპარება ნელ-ნელა … )

Juve2003
Juve2003
3 years ago
Reply to  maradona73

მეც გილოცავ ძმაო, წარმატებები პირად ცხოვრებაშიც და საბალეშჩიკო ასპარეზზეც :D

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

რა დროს სიბერეა მეგობარო მეც არ ვარ ნაკლების და აწინ ვაპირებ ცხოვრებით სიამოვნების მიღებას

batumski
batumski
3 years ago
Reply to  maradona73

გილოცავ საუკეთესო სურვილებით.

| Newsphere by AF themes.
20
0
Would love your thoughts, please comment.x