ფაბიო პარატიჩი:”ჩვენ ვზრუნავთ პოლ პოგბაზე”

ფაბიო პარატიჩი
ფაბიო პარატიჩის თქმით კლუბი ყოველთვის ზრუნავს თავის ექს მოთამაშეებზე:
“პოლ პოგბასთან მჭიდრო ურთიერთობას ვინარჩუნებთ და ჩვენ მასსზე, როგორც დანარჩენ ყოფილ ფეხბურთელებზე მაქსიმალურად ვზრუნავთ.
თუმცა, ახლა ფრანგი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია და რაიმე სახის ტრანსფერზე საუბარი უადგილოა.. ფოკუსირებულები ვართ დღევანდელ დღეზე და ისეთი გუნდის მშენებლობაზე, რომელიც წარმატებულ გზას გააგრძელებს.
კრიშტიანო რონალდუ უნიკალური მოთამაშეა, რომელსაც ტანდემში თამაში ნებისმიერ ფეხბურთელთან ერთად შეუძლია!
იგი თავდასხმის ზონაში სხვადასხვა სივრცეში მოქმედებს და შეუძლია ალვარო მორატასთანაც და პაულო დიბალასთანაც ეფექტური ასპარეზობა.
ალვარო ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი სამიზნე.. ორი ბრწყინვალე სეზონი გაატარა იუვენტუსში და ვიცოდით, რომ ახლაც კლუბს რაღაც განსაკუთრებულს შემატებდა.
მისი გადაადგილებები მთელს პერიმეტრზე აღფრთოვანებას იწვევს.. მუდამ თავისუფალი სივრცის ძიებაშია და მთავარ მწვრთნელს სრულად აკმაყოფილებს ესპანელის მოქმედებები.”
მორატა იდეალური შენაძენია
კარგია თუ დააბრუნებთ