ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

შესნი – 5.5 – პირველ ტაიმში ჩვეულებრივი მაყურებელი იყო. მეორე ტაიმში გოლის დროს უკეთაც შეეძლო ასპარეზობა.

ბონუჩი – 6.5 – მისი მოქმედებების შედეგად იბარდება გოლი.. დაცვაში უშეცდომოა და ფაქტიურად არავის არაფრის საშუალებას არ აძლევს.

კიელინი – 6.5 – კაპიტანი ჩვეული ენერგიით ბრუნდება და საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება. ბონუჩისთან ერთად ჩვეულად საიმედო ტანდემშია.

დანილო – 5.5 – შეტევაში კი მიიწევს, მაგრამ დაცვაში უხეშ შეცდომებს უშვებს.. მისდა საბედნიეროდ მეტოქე ვერ იყენებს ამ შანსებს.

კუადრადო – 6.5 – ძალიან აქტიურია პირველიდან ბოლო წუთამდე, სანამ მოედანზეა. სრულად აკონტროლებს ფლანგს და ქმნის სხვაობას.. მეტოქე მის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ აკეთებს.

არტური – 5.5 – უფრო მეტად ხვდება იუვენტუსის მოთხოვნებს, თუმცა ჯერ კიდევ აკლია სათანადო დონის სიმწვავე.

ბენტანკური – 6.5 – 46 წუთიდან – ნაყოფიერად შემოდის და ნახევარდაცვაში უფრო მრავალფუნქციურ მოვალეობებს ასრულებს.

რაბიო – 6.5 – ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ცენტრში არტურთან ერთად კარგ ტანდემს ქმნის.. ართმევა, ჩაჭრა და სივრცის შეზღუდვა – ყველაფერს კარგად გაართვა თავი. უდაოდ საუკეთესო იყო მოედნის ცენტრში პარტნიორებიდან.

კიეზა – 6 – ამ საღამოს უფრო მეტად იუვენტუსის ტაქტიკურ ოპერაციებში იყო მოქცეული. პერიოდულად შინაგანი ცეცხლი ინთებოდა და გიჟურ გადაწყვეტილებებს იღებდა, თუმცა სიზუსტე აკლდა.

რემზი – 5.5 – ალბათ მოედნის ცენტრში მყოფებთაგან ერთადერთი, რომელიც ცდილობდა საკუთარი როლის პოვნას.. თუმცა, ჩვეული ფიზიკური კონდიციებისგან გამოწვეული პრობლემების გამო უწევს მინდვრის დატოვება.

მაკენი – 6 – 55 წუთიდან – ბურთის ჩაჭრის და ართმევის კუთხით დიდ საქმეს ასრულებს.

მორატა – 7 – საოცარ ფორმაში იმყოფება.. უდაოდ შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოა ამ წუთისთვის! მუდამ მოძრაობაში და პოზიციის შერჩევაშია.. მის ევროპულ ანგარიშზე სამ შეხვედრაში 4 გატანილი გოლია!

დიბალა – 6.5 – 72 წუთიდან – მისთვის ახლა გოლი მნიშვნელოვანი იყო.. ჯერ კი გაუშვა საკუთარი შანსი, მაგრამ ბედმა გოლი მაინც არგუნა!

რონალდუ – 6 – პორტუგალიელი იდეალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ალვარო მორატასთან ტანდემი რომ პროგრესირებს ფაქტია. მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, ტურინში საგოლე გადაცემით ბრუნდება.

პირლო – 7 – ბარსელონასთან გამართული მატჩისგან განსხვავებით, აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია.. ნახევარდაცვა არ ბრწყინავს, მაგრამ მეორე ტაიმში შეცვლების დახმარებით სიტუაციას აუმჯობესებს. ბენტანკურმა და მაკინმა შედეგი უზრუნველყვეს, ხოლო მორატა ჯოკერია რომელიც გაჭირვების ჟამს საკუთარ სიტყვას ამბობს.

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

აი ჩესნის არ ეკადრება ასეთი შეცდომა ლოგიკური შეფასებაა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x