ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ხვალ, ჩვენი დროთ 15:30 -ზე რომში ერთმანეთს ლაციო და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით გაიმართა ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია, სადაც ანდრეა პირლომ ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

“ეს იქნება მძიმე შეხვედრა, კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ.

ლაციო საკმაოდ სახიფათოა თავისი 3-5-2 ტაქტიკური მოდულით კონტრშეტევებზე.. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს და მათ ფორვარდებს..

აქედან გამომდინარე, კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ და შესაბამისად მოკლე გადაცემებში შეცდომა პრაქტიკულად არ უნდა დავუშვათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა მძიმედ დაგვიჯდეს.

ნახევარმცველების მხრიდან გოლების გატანა მნიშვნელოვანია და ამ მხრივ მუშაობა გვმართებს.. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ერთვებიან შეტევაში ადრიენ რაბიო და უინსტონ მაკინი.. 

არ მიკვირს ალვარო მორატას მიერ ნაჩვენები თამაში, რადგან ზუსტად ვიცოდი ვისი ხილვა მსურდა გუნდში.. მისი მოქმედებები არის გუნდისთვის ძალზედ პროდუქტიული და აქ საქმე მხოლოდ გატანილ გოლებს არ ეხება.

ჩემი უმთავრესი მიზანია ვიხილო იუვენტუსი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე დომინირებს და თამაშის რიტმს კარნახობს. 

ეს არის გრძელი გზის დასაწყისი.. მეც მჭირდებოდა გარკვეული დრო ადაპტაციისთვის. ერთია, როდესაც კლუბში დიდი პერიოდში გაქვს გატარებული, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ სამწვრთნელო პოსტი სხვა რეალობაა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

წარმატება მოგეთ მებრძოლი კარგი თამაშით

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x