იტალიური მედია:”ალეგრის ფეხბურთში დაბრუნება რეალური ხდება”

მაქს ალეგრი
იტალიური მედიის მტკიცებით მაქს ალეგრი ახლოს არის სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან.
პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო უკმაყოფილოა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით..
მას ქონდა კონსულტაცია კილიან მბაპესთან, ნეიმართან, მარკინიოსთან და დანარჩენ ლიდერებთან, რომლებმაც დაუდასტურეს მწვრთნელის შეცვლის ვარიანტი.
ლეონარდოსთვის პრიორიტეტული ვარიანტი მაქს ალეგრია და ახლა მთავარი არის სპორტულმა დირექტორმა კლუბის სხვა მაღალჩინოსნები დაარწმუნოს ტომას ტუხელის განთავისუფლებაში.
აქვე დავამატებთ, რომ იტალიაში გარკვეული პერიოდის მანძილზე ალეგრი კვლავინდებურად განიხილებოდა ტურინში დაბრუნების კანდიდატად.. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია ანდრეა ანიელიმ მისი სეხნია ანდრეა პირლო თანამდებობიდან ასე მალე დაითხოვოს..
პირლოს კრიტიკა ეტაპობრივად იზრდება გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი თამაშით, თუმცა ხელმძღვანელობა ახალგაზრდა თავკაცს ნდობას უცხადებს და ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ჯერჯერობით უადგილოა.
საბოლოო ჯამში ყველაფერს უახლოესი პერიოდი გადაწყვეტს, რადგან ტურინელებს სერია ა-შიც გასაუმჯობესებელი აქვთ სიტუაცია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ ჯგუფში საბოლოოდ აქვთ პოზიცია გასამტკიცებელი.