ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”იუვე, მოუსმინე პირლოს”

Gazzetta საინტერესო სტატიას აქვეყნებს ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ანდრეა პირლოს მუშაობაზე ზეგავლენას ახდენს.

არავისთვის არის სიახლე, რომ მაესტროს თავიდანვე სურდა გუნდში ედინ ჯეკო და მანუელ ლოკატელი..

თუ ჯეკოს შემთხვევაში ალვარო მორატამ მოახერხა ბოსნიელის გადაფარვა და დღეისათვის გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ყალიბდება, ნახევარდაცვაზე იმავეს ვერ ვიტყვით.

ანდრეას ძალიან უჭირს თამაშიდან თამაშამდე, იმ ფორმაციის დაყენება, რომელიც მის ტაქტიკურ ჩანაფიქრებს ხორცს შეასხამს..

არადა ეს პოზიცია იტალიელი თავკაცისთვის შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფუნდამენტურია..

წავიდეთ უფრო ადრე და გავიხსენოთ მაურისიო სარი.. მის იუვეს ქონდა თავისებური სტილი.. პრობლემები მაშინ ექმნებოდა, როდესაც ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან იყო და არა მანამდე..

მაშინ სარი ჟორჟინიოს ითხოვდა.. მაგრამ კლუბმა ურჩია აქცენტი მირალემ პიანიჩზე გაეკეთებინა.. შედეგი თავადაც იხილეთ.. სარის ბევრი სხვა პრობლემაც ქონდა და მარტო ბოსნიელი შუახაზელი მის გადაფარვას ვერ შეძლებდა.

აი პირლოს შემთხვევა ამ თვალსაზრისით ერთი-ერთში მიდის.. არც ადრიენ რაბიო, არტური ან როდრიგო ბენტანკური ვერ შეძლებენ ახლა იმის გაკეთებას, რაც მათი უშუალო მოვალეობა არ არის..

აქედან გამომდინარე ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა პირველსავე შეხვედრაზე მოითხოვა ნახევარმცველი, რომელიც ბურთის გადაადგილების სისწრაფეს და ხარისხს ერთმანეთის პროპორციულად უზრუნველყოფდა..

ბევრი ვარიანტი იყო და ყველაზე მისაღები ღირებულების ამბავში სწორედ სასუოლოს რეჯისტა დასახელდა..

ახლა კი ცდილობს ფაბიო პარატიჩი სასუოლოს დაყოლიებას, მაგრამ კარს მომდგარი ევროპის ჩემპიონატის პირობებში, მაშინ როდესაც მოთამაშე კარგ შედეგს აჩვენებს, ბუნებრივია მათი დაყოლიება გაჭირდება..

პირლომ ან უნდა შეცვალოს სქემა, ან კლუბმა დაუყონებლივ უნდა შეასრულოს დავალება და მოიყვანოს იმ ტიპის ნახევარმცველი, რომელსაც ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ინტელექტი მარტო ფიზიკური კონდიციების უპირატესობით ფონს გასვლაზე აგებული არ იქნება..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

გამოუცდელი პირლო, მერმის რონალდოს გაუშვებენ და ლოკატელის მოიყვანენ, მე კიდევ ამდენი წელი მართლა ფანტაზიებში ვარ ლიგის მოგების სურვილით.

ანდრეა არ არის ჯანი ანიელის დონის, ლიპის დონის არცერთი ტრენერი არ გვყოლია, ხოლო მოჯის დონის მეათედ ტრანსფერებს ვერ ქაჩავს პარატიჩი.

maradona73
maradona73
4 years ago
Reply to  maradona73

ქვეშაჯვია იუვეს 10-იანი გამომრჩა, სულ ძირს რომ გდია და თან ხელფასზე რომ ტირის პახოდუ …

maradona73
maradona73
4 years ago

რა ლოკატელი, ეგეც არ მყავდეს ჩამოყალიბებული ვარსკვლავი.

ამას მართლა სასუოლოს ტრენერი ხო არ გონია თავი.

ისე დეზერბი მოეყვანათ ტრენერად, ბევრად აჯობებდა პირლოს დანიშვნას.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

ეს სანაკრებოები რა დროს ჩაეკვეხა ტო ჯერ ხო ისედაც არ ვართ ფორმაში ეხლა რო დაბრუნდებიან ხო საერთოდ.დე ლიხტი გვჭირდება სასწრაფოდ დაცვაში იმედია მალე დაბრუნდება.

ბაქარი
ბაქარი
4 years ago

მერე მოუსმინის ვთქვათ შედეგი სად არი

რეალისტი
რეალისტი
4 years ago

ის ამერიკელი ხომ მოუყვანეს მეორე გატუზოაო რომ ამტკიცებდნენ. ერთი ეგაა გატუზო და მეორე ლოკატელი გახდება კროოსი

Del_Piero
Del_Piero
4 years ago

ლოკატელის იმედზე თუა ამხელა გრანდი, კარგად ყოფილა საქმე. ეგრე ალეგრიც ითხოვდა კრეატიულ ნახევარმხველს რამდენიმე წელი, მაგრამ შედეგს მაინც დებდა და არსებულ ფეხბურთელებზე აწყობდა ტაქტიკას. რომ მოუყვანონ ლოკატელი და მაინც ვერ დადოს შედეგი პირლომ, მაშინ რითი გააპრავებენ იტალიელი ჟურნალუსტები?

batumski
batumski
4 years ago

ნიკოლას ბარელა და ვერტუტი იქნებოდა იდეალური მოედნის შუა ხაზში.

batumski
batumski
4 years ago

ალეგრი მოენატრებათ ცვეტში..თუ არადა იქნებით ასე გაურკვევლობაში..აქ დამთავრებულია საუბარი,არავის ქონდეს ილუზია რომ ამ ფორმაციის იუვე რამეს შემოგვთავაზებს,დაჟე სერიალის მოგებაც გაჭირდება არაფერი რო ვთქვათ ევრო ტურნირზე

batumski
batumski
4 years ago

თავი და თავი არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია,პიანიჩი რატო გაცვალეს არტურში,ხო იცოდნენ რომ არტურს არ ქონდა იუვესთვის დამახასიათებელი დნმ..ვაბშეტა ალეგრი რატო გაუშვეს,თუ ეგონათ სარი რაღაც უჩვეულოს შესთავაზებდა,პირლოს დანიშვნა საერთოდ მოულოდნელობა გახლდათ(ღმერთმა ქნას გაამართლოს რისიც პირადად მეეჭვება რიგი მიზეზების გამო)

p.dybala'10
p.dybala'10
4 years ago
Reply to  batumski

პიანიჩი რატო გაუშვეს?))))) კარგი რა კარგი რააა!!! პიანიჩი დღეს დღეობით არის საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი რაც ბარსაშიც ჩანს… არტური ახალგაზრდაა პერსპექტიული.. ბრაზილიის ნაკრების უცვლელი წევრი… სასტარტო არ აღირსეს ტიპს ტორე ბურთს ძალიან მაგრად ფლობს… გაიხსენე 10კაცით რომასთან რო შემოიყვანეს ცენტრი მარტომ როგორ დაიჭირა… არვიცი რა რაბიოს ანდო სასტარტო და არტურს სკამი ახეხინო არ გამიგია ეგეთი რამე.. მოიყვანონ ლოკატელი.. და ცენტრს მაგრად დაიჭერენ + ბენტანკური… ფლანგები მარცხნივ კიეზა სანდრო მარჯვნივ კუადრადო კულუშევსკი.. შემტევები მორატა რონალდო მათ უკან დიბალა!!!! დაცვა ბონუჩი დემირალი დელიხტი.. აი ეს გუნდი უნდა ატამაშონ სანამ ზაფხული მოვა და მეგა ტრანსფერს ვიხილავთ ბოლოს და ბოლოს ნახ.დაცვაში !!!!

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x