დი ლივიო ბერნარდესკის და ერიქსენის სიტუაციაზე
იუვენტუსის ექს შუახაზელი ანჯელო დი ლივიო ფედერიკო ბერნარდესკის საკითხს ეხმაურება:
“იუვენტუსისგან უკვე მიჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ მათ თავიანთ რიგებში საუკეთესო იტალიელების მიღება წყურიათ.
გასაგებია ფედერიკო კიეზასადმი კრიტიკა, რაც ფლორენციელებს გააჩნიათ, მაგრამ მე თუ მკითხავთ ის ამ კლუბიდან ერთი წლის წინ უნდა წასულიყო..
ბერნარდესკის საკითხი უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს.. ეს არის ძალზედ ნიჭიერი და კარგი მონაცემების მქონე ფეხბურთელი, რომელსაც უჭირს კონკურენცია..
ძალზედ რთულია სამი თამაშიდან ერთში მონაწილეობის მიღება და ამავე დროს სასურველი კონდიციების შენარჩუნება.
მას გადაწყვეტილების მიღება მართებს და ვფიქრობ, იუვენტუსიდან წასვლა იქნება დღევანდელ რეალობაში ყველაზე სწორი ნაბიჯი.
კრისტიან ერიქსენი? აქ სიტუაცია განსხვავებულია.. მეჩვენება თითქოს უფრო შენელებულია და ვარჯიშებზეც ბოლომდე არ იხარჯება. ასე რომ აქ პრობლემა თავად ფეხბურთელშია.”
კაი რა სად ჩანს მერე ბერნას ნიჭი