ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანდი ოლისე:”ლუჩიანო მოჯი დიდებული პიროვნებაა”

ლუჩანო მოჯი

1999 წლის 10 ივლისს ტურინულმა გრანდმა ამსტერდამის აიაქსიდან ნიგერიელი

სანდი ოლისე
0
გახსოვთ?x
გაიფორმა.

შუახაზელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო მან ვერ შეძლო იმედების გამართლება.. შესაძლოა, ამას ხელი ტურინში არსებულმა არასახარბიელო პერიოდმაც შეუწყო:

სანდი ოლისე

“პრესაში ლუჩიანო მოჯის ბევრს აკრიტიკებენ.. თითქოს მან არ იცოდა ფეხბურთელების მოსმენა და მათთან კონტაქტი.

შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მოჯი დიდებული პიროვნებაა! და საერთოდ ეს ტრიო იყო განსაკუთრებული, რომელშიც შედიოდნენ ჯირაუდო და ბეტეგა..

აიაქსში ნაყოფიერი თამაშის შემდეგ, ჩემით რომა და იუვენტუსი დაინტერესდნენ.. პირადად ჩემი სიმპატია ჯალოროსის მათი მაშინდელი თავკაცის – ფაბიო კაპელოს გამო გააჩნდა. 

თუმცა, ბიანკონერიმ უკეთესი წინადადებით მიმართა აიაქს და მათაც ტურინში გამიშვეს..

კარლო ანჩელოტისთან ასევე არ მქონდა ცუდი ურთიერთობა, მაგრამ მაშინ ჩემს გარდა კიდევ სხვა ფეხბურთელებსაც ძალიან ცოტა სათამაშო დროს უყოფდნენ..

ერთხელაც მოჯის ვესაუბრე ამ პრობლემაზე.. არ ვგრძნობდი გუნდში თავს კომფორტულად.. რაზეც მან მოთმინება მირჩია..

თუმცა, 2001/02 სეზონში ჩემით ბორუსია დაინტერესდა, სადაც 30 წუთში აღმოვჩნდი ოფიციალური წინადადების შემდეგ.. 

გერმანიაში ბუნდესლიგა მოვიგე და მათთან ერთად უეფას თასის ფინალში ვიასპარეზე. 

იუვენტუსში ჩემს წარუმატებელ კარიერას საკუთარი თავის გარდა არავის ვაბრალებ.. მითუმეტეს ხელმძღვანელობას ან თუნდაც მაშინდელ თავკაც ანჩელოტის.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x