იტალიური მედია:”კაპიტანთან მოლაპარაკებები გადადებულია”
აპენინური მედიის მტკიცებით ჯორჯო კიელინისთან ამ ეტაპზე კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი შეჩერებულია.
თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა ერთმანეთთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
საქმე იმაშია, რომ კიელინი ბოლომდე უნდა დარწმუნეს საკუთარ ფიზიკურ კონდიციებში, რის შემდეგაც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს..
თანხმობის შემთხვევაში კლუბი მას ხელშეკრულებას 2022 წლამდე გაუხანგრძლივებს..
თუმცა, თუ კიელინის ტრავმებს დასასრული არ გამოუჩნდა, მაშინ კაპიტანი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და კლუბში სხვა პროფილით გააგრძელებს მუშაობას.
ამ გადაწყვეტილებას კლუბი ჯორჯონესთან ერთად სეზონის ბოლოს მიიღებს.