ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეძლებს კი იუვენტუსი მის დაბრუნებას?

პოლ პოგბა

პოლ პოგბას კომენტარმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ფრანგი არ არის ბედნიერი მანჩესტერული ყოფით:

“ეროვნულ ნაკრებში ყოფნა, ნამდვილი შვებაა.. ეს თითქოს სუფთა ჰაერია, რომელიც სიმშვიდეს გგვრის.

ნამდვილად რთულია იმის გააზრება, თუ რაოდენ არასასიამოვნო და მძიმე პერიოდია ჩემს საფეხბურთო კარიერაში.

კლუბში რადიკალურად განსხვავებული ატმოსფეროა და აქედან გამომდინარე, აქ ყოფნა უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებს..

ვიკრიბებით, ერთმანეთს ვხედავთ და ვცდილობთ ერთად გავაკეთოთ დიდი საქმე! აქ ყოფნა მართლაც განსაკუთრებულია.”

იტალიელი ჟურნალისტებისთვის ეს მკაფიო მესიჯია, რომელიც პოგბამ გააჟღრა. მას წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

თუმცა, საქმე იმაშია რამდენად შეძლებს იუვენტუსი აღნიშნული გარიგების გაჩრხვას, მაშინ როდესაც კლუბის ხელმძღვანელობამ სახელფასო ფონდი 9-10 მილიონამდე შეამცირა, ხოლო თავად პოგბა მანჩესტერელთა რიგებში 16.7 მილიონს ღებულობს..

“პოგბას ასეთ მდგომარეობაში ხილვა სასიამოვნო არ არის. ფეხბურთელისთვის კლუბში არსებული გარემო მნიშველოვანია და იმედი მაქვს პოლი შეძლებს სასურველი ბალანსის პოვნას” – ეს უკვე დიდიე დეშამის კომენტარია.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x