DON BALON -ი პაულო დიბალას მომავალზე..
DON BALON -ი ზოგადად უცნაური სიახლეებით გამოირჩევა და არც სიახლეა გარკვეულწილად გამონაკლისი..
თუმცა,
პაულო დიბალას
რომ კარგი დღეები არ უდგას ეს ყველასათვის ნათელია.. ტრავმები თუ პირადი კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან, მის კარიერას არასწორი მიმართულებით ანვითარებს.
აქედან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ტურინში მისი დღეები უკვე დათვლილია და სეზონის ბოლოს მხარეები ერთმანეთს დაემშვიდობებიან..
ამას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომლის თანახმადაც კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერებულია..
უცნაური კი ამ ყველაფერში სავარაუდო შემცვლელია, რომელსაც ზემოთხსენებული წყარო გვიზიარებს..
საუბარი მიდის ვულვერჰემპტონში მყოფ
ადამ ტრაორეზე
.. 24 წლის ნატურალიზებულ ესპანელზე, რომელმაც მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯერ თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია.
მისი საორიენტაციო ღირებულება 40 მილიონი ევროა..
თავად დიბალას დამატებით ბაიერნი, პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი და რეალი ინტერესდებიან.
ადამა ტრაორეც რაღა იყო..ავყირავდი..
3 და 4 წლიან კონტრაკტებზე ხელს რო აწერენ ეს ფეხბურთელები რაზე ფიქრობენ საინტერესოა.მერე გამოდიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ.რატომღაც მგონია რო ხელმძღვანელობაც აჩმახებს.ვინებსაც მართლა უნდათ თამაში ზამენაზე ადუღებენ ან აგდებენ! მწვრთნელების ხშირად ცვლა კიდე შემადგენლობის ხშირად შეცვლას იწვევს.სარის მოყვანილი ფეხბურთელი შეიძლება პირლომ დაიწუნოს და ასე შემდეგ ამას ვგულისხმობ.ტრანსფერებზე წინაწსარ შეთანხმება კიდე მაგარი სისულელეა პიანიჩმა იმენა დაგვიკიდა ბოლო მატჩებში.სანამ ესენი ჩამოყალიბდებიან თუ რა უნდათ რონალდო გაგვექცევა მერე ვნახავთ ნამდვილ დაღმართვას :|
სამწუხაროდ მართალი ხარ