ანდრეა პირლო აღფრთოვანებულია საკუთარი მოთამაშეებით
გთავაზობთ ანდრეა პირლოს მატჩისშემდგომ ინტერვიუს, მას შემდეგ რაც მისმა გუნდმა პრაქტიკულად უშანსოდ დაამარცხა ეუსებიო დი ფრანჩესკოს კალიარი:
“სანაკრებო ბატალიების შემდეგ, ხშირად ყოფილა ფეხბურთელების მხრიდან არასათანადო კონცენტრირება..
საბედნიეროდ ტურინში დაბრუნებულს ასეთი რამ ვერ შევამჩნიე და ჩვენ ყველამ ერთად ის შედეგისთვის დავიწყეთ მომზადება, რომელიც ვიხილეთ.
ფეხბურთელები შესაძლოა შეიცვალონ, მაგრამ საქმისადმი მიდგომა ერთი და იგივე უნდა რჩებოდეს. გუნდში უამრავი მაღალი დონის შემსრულებელი მყავს, თუმცა ბალანსის პოვნის გარეშე ყოველთვის რთულია.
არტურ მელო ის ფეხბურთელია, რომელსაც ველოდით.. ლა ლიგაში საქმისადმი მიდგომა განსხვავებულია და ამიტომაც იყო საჭირო ადაპტაცია.. პროცესი მიდიოდა პროგრესულად და ფეხბურთელმა დიდი მოთმინება გამოიჩინა, რომელიც დაუფასდა.
ადრიენ რაბიო აქამდეც მომწონდა. ეს არის ტექნიკის და ფიზიკური ათლეტურობის ბრწყინვალე მაგალითი. აქ მოსვლის პირველივე წამიდან დავიწყეთ მასთან მუშაობა.. საქმე მენტალურ კუთხს ეხებოდა.. უნდა დაგვეჯერებინა მისთვის, რომ რეალური ჩემპიონია! შედეგს თავადვე ხედავთ.
შეხვედრა ზუსტად ისე ჩატარდა როგორც ვგეგმავდით.. ვალდებულები ვართ პრესინგი მთელი თამაშის განმავლობაში ვუზრუნველყოთ და ამისთვის საჭირო რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია.
მითუმეტეს ბურთის ფლობა და მისი სწრაფი გადაადგილება, მოთამაშეებს ენერგიის დაზოგვასაც მოუტანს.. ამას თავადაც ხვდებიან და მოწონთ.
ჩემი ფილოსოფია არ იცვლება.. მსურს, რომ ფეხბურთელებმა ბურთის მიმართლება ფლანგიდან ფლანგზე სწრაფად შეცვალონ, რითიც ფორვარდებს სივრცეში შესვლის დროს მიცემენ.
მერწმუნეთ, როგორც კი პაულო დიბალა სასურველ ფორმაში შევა, მოედანზე უფრო მეტ დროს გაატარებს.
კრიშტიანო რონალდუ უსაზღვროდ დიდი პროფესიონალია.. აღფრთოვანებული ვუყურებ მის მოქმედებებს და ერთადერთი რჩევა რაც შემიძლია მივცე, არის რომ ასეთ სტილში გააგრძელოს.”
ეს სანაკრებოდან დაბრუნებულებზე საუბრობს და დე ლიხტზე რაღა უნდა ითქვას ტიპმა ბოლოს როდის ითამაშა და არავისზე ნაკლები არ იყო.აგრეთვე ძაან მომეწონა არტური რონალდო კუადრადო.მოკლე პასებში გვქონდა პრობლემა დაახლოებით 5ჯერ დაუშვით შეცდომა.
პირლო ასეთი გუნდი მინდა ზუსტად ოღონდ ფეხბურთეს მეორე ტაიმიც ააქ დიდ გუნდებთან მოდუნება არ შეიძლება
ძალიან კარგი შეხვედრა გამოგვივიდა,კმაყოფილი ვარ..ბერნაც კარგი იყო,ეგრე რა..
მართალი ხარ მეგობარო პრეტენზიები არ შეიძლება ვინმეს შქონდეს წესით
პირველად ითამაშა იუვემ ის ამ სეზონში რასაც ველოდით.. იმედია ასე გააგრძელებენ
100%-ით ადმინ. . .
ფერენცვაროშთან გვექნება სამშაბათს ტურინში, იიფ.
სანდროც დაგვიბრუნდება და მეტად სტაბილური გუნდი გვეყოლება!!!
არტური რა კარგი იყო გუშინ, მკვდარი პიანიჩი როგორ გაგვიცვალეს ამაში.
არტური მართლა მაგარი იყო და რაბიოცამ მოუმატა
რაბიმო საფრანგეტის ნაკრებშიც კარგად ითამაშა პორტუგალიასთან, ძირითადის კაცია 100 %.
4 მცვლეით გაგრძელოს რა თამაში ხო შეიძლება, პირველად ვუყურე სიამოვნებით თამაშს. დაჟე ბერნაზეც აღარ მეშლებოდა ნერვები)
კარგია დელიხტი რომ დაგვიბრუნდა, მხეცია ტიპი.
სანდროს დაბრუნებაც გამოხარდა.