ანდრეა პირლო ფერენცვაროშთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს
იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში შინაურ არენაზე ფერენცვაროშს ჩვენი დროით 0:00 -ზე დაუპირისპირდება.
გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:
“კალიარისთან შეხვედრა იყო კარგი, თუმცა ჩვენ არაფერი განსაკუთრებულისთვის არ მიგვიღწევია.
აქედან გამომდინარე თუ მომავალ მატჩში ნაკლები ინტენსიურობა დავინახე, ეს არ იქნება მისაღები შედეგი.
ამ მატჩს, როგორც ფინალს ისე უნდა შევხედოთ.. ვალდებულები ვართ კონცენტრირება პირველი წამიდან უკანასკნელ წამამდე ვაჩვენოთ და ჯგუფიდან გასვლა ვადაზე ადრე გავინაღდოთ.
ის რაც უნგრეთში მოხდა აღარ უნდა დაფიქსირდეს.. მატჩი უფრო ადრეა დასახური და ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ უნდა დავტოვოთ.
პაულო დიბალა თავს კარგად გრძნობს.. ვარჯიშებზე მისი მოძრაობები მომეწონა და თამაშის წინ გადავწყვეტთ იქნება თუ არა სასტარტოში.
ფედერიკო ბერნარდესკი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც თავს მშვენივრად გრძნობს.. ეს იყო ჩემი მიზანი თავიდანვე და შესაძლოა ხვალ ისევ ვიხილოთ მინდორზე.
დეიან კულუსევსკის ბოლო ხანებში ბევრი შეხვედრა დაუგროვდა. ფედერიკო კიეზა კი 90 წუთისთვის ბოლომდე მზად არ არის.. თუმცა, გადაწყვეტილებას მათთან დაკავშირებით ხვალ მივიღებ.
შემტევი სამეული? არ მქონია შესაძლებლობა ეს ყველაფერი საქმეში დამეტესტა.. ყველამ ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში მოასწრეს.. ჯერ სხვა დეტალები დავალაგოთ და ამას მოევლება.
ვიგრძენი თუ არა ცეცხლის დანთება გასულ შეხვედრაში? ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დავინახე.. ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა ირწმუნონ საკუთარ შესაძლებლობებში. თუ ამ ყოველივეს სტაბილური სახე არ მივეცით, მაშინ ჩვენ იუვენტუსი არ ვიქნებით.”
სავარაუდოდ დიბალა იქნება ძირითადში და დღესაც თუ ვერ ითამაშა კარგად, რავიცი მაშინ …
დღესაც თუ ვერ ითამაშა კარგად მაშინ იუვეს კი არ დაემშვიდობება ფეხბურთს დაემშვიდება საბოლოოდ აქ უნდა დააანგრიოს ყველაფერი
komentari ratom wamishalet.
რა დაწერე მეგობარო ასეთი
araferi iseti dgevandel tamashis chemeuli versia taqtika da shemadgenlobis grafikuli naxazi davwere.
ვა საინტერესოა მართლა რატო
პირლო წარმატება