ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

ტურინელებს ფერენცვაროშთან შეხვედრაში მოედანზე ნომინალურად ერთი ცენტრალური მცველი ეყოლება..

ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი ტრავმირებულები არიან. მატეის დე ლიხტმა კი მიმდინარე სეზონში პირველი თამაში გასულ უქმეებზე კალიარისთან ჩაატარა..

ასე რომ უნგრელთა წინააღმდეგ ანდრეა პირლო გარკვეული დანაკლისით ხვდება..

განაცხადში არ მოხვდა ასევე ჯანლუიჯი ბუფონი რომელსაც უმნიშვნელო პრობლემები აქვს და მწვრთნელმა თავის დაზღვევის მიზნით ვეტერანს დასვენების საშუალება მისცა.

ჟურნალისტების მოსაზრებით მაესტრო კვლავინდებურად 4-4-2 სათამაშო სქემით გამოვა მოედანზე, რომელმაც წინა შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს ვიხილავთ, ხოლო საპირისპიროზე წესით და რიგით ალექს სანდროს..

ცენტრალურ ზონაში მატეის დე ლიხტს ამჯერად დანილო შეუწყვილდება.. სხვა ვარიანტი პრინციპში არ არის თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდა დრაგუსინს, რომელიც პირლომ განაცხადში შეიყვანა.

შუახაზში საკადრო პრობლემები არ შეინიშნება.. აქ უფრო ფართო არჩევანია. დეიან კულუსევსკი თუ ფედერიკო კიეზა? ჟურნალისტები რატომღაც მიიჩნევენ, რომ არცერთი და სასტარტოს უინსტონ მაკინის უწინასწარმეტყველებენ..

ამერიკელის გარდა შუახაზში როდრიგო ბენტანკური, არტურ მელო და ფედერიკო ბერნარდესკი მოიაზრებიან.

რაც შეეხება შემტევ დუეტს, ამჯერად კრიშტიანო რონალდუს პაულო დიბალა შეუწყვილდება.. წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს პირლომ არგენტინელზე დადებითად ისაუბრა და გარკვეულწილად მინიშნებაც გააკეთა, რომ მატჩს სწორედ ლა ჯოია დაიწყებს..

მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ბმულს, ტრადიციულად შეხვედრის დაწყებამდე გამოვაქვეყნებთ.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

სულ რო არაფერი გამოუვიდეს პირლოს და იმედია რომ დადგება ნორმალური მწვრთნელი მისგან, დეშილიოს და რუგანის რომ ერ ვხედავ გუნდში ასევე მატუიდის, მარტო მაგაზე ვარ მადლობელი )

ბაქარი
ბაქარი
4 years ago

წარმატება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x