ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ტურინელებმა მძიმე ბრძოლაში შეძლეს ფერენცვაროშის შინაურ არენაზე დამარცხება..

ბიანკონერის ამ შეხვედრაში წარმატება კვლავინდებურად ალვარო მორატამ მოუტანა, რომელმაც უკანასკნელ წამებზე შეძლო საკუთარი გუნდისთვის სამი ქულის მოტანა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ვადაზე ადრე განაღდება.

ახლა კი გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 5 – გაშვებული ბურთის დროს უკეთ მართებდა თამაში.. იმიტომ რომ ასეთი დონის მეკარეს ეს უდაოდ შეუძლია.. წინააღმდეგ შემთხვევაში შეეძლო შინ დარჩენილიყო და სავარძლიდან ედევნებინა შეხვედრისთვის თვალყური.

კუადრადო – 6.5 – მის გარეშე იუვენტუსს თამაში ძალიან გაუჭირდება. კოლუმბიელი ანდრეა პირლოს გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა ხდება.. ყოველ შეტევაში ღებულობს აქტიურ მონაწილეობას.

დანილო – 5.5 – პირველ ტაიმში პრობლემების ქარ-ცეცხლში ვარდება.. უშვებს რამდენიმე უხეშ შეცდომას როგორც დაცვაში, ასევე მარტივ მოქმედებებში.. მეორე ტაიმში უკეთ გამოიყურება და გარკვეულწილად გამოისყიდა შეცდომა.

დე ლიხტი – 7 – მეორე მატჩი სასტარტოში ტრავმის შემდეგ და მეტოქეს საკუთარ ზონაში მცირე შანსაც კი არ უტოვებს. დომინირებს ყველაზე და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, თამაშობს როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშე.

ალექს სანდრო – 5 – ფორმაში არ ყოფნა გასაგებია.. ბრაზილიელი სულ ახლახანს გამოკეთდა და ჯერ შორს არის საჭირო კონდიციიდან.. თუმცა, თამაში არის იდეალური საშუალება საჭირო საწვავით და ენერგიით შეივსოს.

მაკინი – 5 – მარჯვენა ფლანგზე მისი გამწესება იმ პირობებში, რომ იუვეს მისი ფრთა შეტევისთვის გამოეყენებინა, ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა.. საბოლოო ჯამში უცნაურობამ არ გაამართლა.

კულუსევსკი – 62 წუთიდან – 5.5 – ფურცელზე მისი სასტარტოში დაყენება უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, თუმცა მოედანზე ცოტა გვიან შესულმა ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლო.

არტური – 6.5 – ნამდვილი ძრავი და ტვინი.. გუნდი მისი მოძრაობებით შვებას გრძნობს.. დაუღალავად გადაადგილება ზონებს შორის და ბურთის ვერტიკალურ გადაადგილებას უზრუნველყოფს.. ამასთანავე საჭირო ტემპს და ინტენსიურობას.

ბენტანკური – 5.5 – შეუმჩნეველი იყო მატჩის უდიდესი ნაწილი.

ბერნარდესკი – 6 – კიდევ ერთი რაუნდი.. როგორც ჩანს კრიზისი დაძლეულია.. პირველ ნახევარში კარგად კომბინირებდა პარტნიორებთან ერთად.. მეორე ტაიმში ოდნავ რომ გამართლებოდა მშვენიერ გოლსაც გაიტანდა.

კიეზა – 62 წუთიდან – 6 – აქტიურად შემოდის.. იგრძნობა ენერგიაც და ინტელექტიც. მორატა გაყავს ერთი შეხებით დასარტყმელ პოზიციაზე..

დიბალა – 4.5 – ძალიან შორს არის იმ ფორმისგან რასაც ელიან.. ეს იყო საშუალება, რომ დაემტკიცებინა პირლოსთვის საკუთარი საჭიროება. ბევრს მოძრაობდა, მაგრამ სიღრმეში დიბალა იმდენად სახიფათო არ არის, რამდენადაც საჯარიმოს მისადგომებთან.. ეს ტესტი მან ვერ ჩააბარა.

მორატა – 62 წუთიდან – 7 – გამოდის მინდორზე და როგორც გმირი საკუთარი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში.. უბრალოდ წვლილი კი არა შეიძლება ითქვას, რომ მისმა ამ გოლმა ტურინს საჭირო სამი ქულა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ვადაზე ადრე გაუნაღდა.. ესპანელი მართლაც გენიალურ კონდიციებშია!

რონალდუ – 6.5 – მძიმე მომენტში, ყოველთვის ცდილობს გუნდის გამოხიზლებას.. იტანს გოლს და მოქმედებს აქტიურად, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც მხოლოდ ის ვერაფერს გახდება, თუ სათანადო მხარდაჭერა არ იყო.

პირლო – 6 – სასტარტო შემადგენლობა ბადებს კითხვებს.. თუმცა, წაიკითხა თამაში და შეცვლებმა შედეგი მოუტანა. დიბალა კი გაამწესა ძირითადში, თუმცა არგენტინელმა შანსი გაუშვა.. მეორეს მხრივ მწვრთნელის ვალდებულებაა ასეთი მოთამაშის ფორმაში მოყვანა. წინ ბევრი სამუშაოა, რადგან იყო რეალური შანსი იუვეს ეს მატჩი ვერ მოეგო..

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ზოგიერთი გადამეტებულია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x