ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”პაოლო, გამოფხიზლდი!”

ფერენცვაროშთან შეხვედრის შემდეგ მედიამ პაულო დიბალას ასპარეზობა მკვეთრად გააკრიტიკა.

არგენტინელი კრიზისულ პერიოდს გადის და ასეთ დროს, ჯობს ყველაფერი კარგად გაიაზროს და სწორი დასკვნა გამოიტანოს.

მითუმეტეს გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.. ალვარო მორატა ფენომენალურ ფორმაში იმყოფება და მისი ყოველი შეხვედრა გუნდისთვის პროდუქტიული დგება..

არ უნდა დავივიწყოთ დეიან კულუსევსკიც, რომელიც ანდრეა პირლოს საკუთარ თავს სხვადასხვა როლში თავაზობს.. შესაძლოა სტაბილურობასთან აქვს პრობლემა, რაც მისი ასაკისთვის ნორმალურია, თუმცა ფაქტია შვედს კარგი ფიზიკური და ტექნიკური არსენალი გააჩნია.

შედეგად პაულოს არსებულ სიტუაციასთან სწრაფი ადაპტაცია მოუწევს.. მითუმეტეს ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე მართლაც მუშაობს, თუმცა ფაბიო პარატიჩის განცხადებით:”აქ საქმე მხოლოდ კლუბსა და ფეხბურთელში არ დგას.. ეს უკვე მსოფლიო მასშტაბის საკითხია”..

ბიანკონერის სპორტული დირექტორი ბუნებრივია ფინანსურ რესურსზეც საუბრობს, რომელიც შეუზღუდავი არავისთვის არის..

ამით მან ლა ჯოიას მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სეზონში 15 მილიონს ითხოვს.. რაც არ უნდა იყოს, მან ყველაფერი საქმით უნდა დაამტკიცოს.. ჯერჯერობით 15 მილიონის საქმე არ გაკეთებულა, თუმცა სეზონი წინ არის.

7 thoughts on “იტალიური მედია:”პაოლო, გამოფხიზლდი!”

  1. დიბალას დაცვას არ დავიწყებ მარა ფაქტია რო ხელმძღვანელობაც მაგრად ახურებს.ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი გაუშვეს რომლებიც სხვა კლუბებში დაფრინავენ.მე ვფიქრობ რო ბევრი ისეთი რაღაც ხდება ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას შორის რაც ჩვენ არ ვიცით და არც ჟურნალისტებს გაუმხელენ.კაპელოზე კიდე მეცინება ტიპს რა გუნდი ყავდა და გახსოვთ ალბათ რეებიც აკეთა.

    1. თუნდაც ხედირას ვარიანტი. ეგ ეგრეა მარა აქ უკვე გულშემატკივრის უპატივცემულობას ემსგავსება ყველაფერი (ორივე მხარის მხრიდან). ასეთი კარგი ფორვარდი ბერნარდესკივით რო არ უნდა თამაშობდეს ეგეც ხო ასიანია. თანაც თუ რამე არ მოსწონს ისევ ის ჯობს წავიდეს და ისეთს დაუთმოს ადგილი ვისაც მეტად მოეწონება სიტუაცია. ასე ბუტია ბავშვებივით თუ მოიქცა ორივე მხარე ლიგა კი არა სკუდეტოც გაჭირდება.

      1. ფაქტია რო დიბალა სკამზე ყავთ თუ ძირითადში სურათი არ იცვლება იგივე კვერცხობას ვთამაშობთ.ფეხბურთელებს კიდე ხშირად უცვლიან პოზიციას და არ მგონი მასე შორის გავფრინდეთ.ყოველთვის მორატა და რონალდო ვერ გვიშველის.

  2. ათნომრიან მაისურს როცა ატარებ გაცილებით მეტი მოგეთხოვება..დიბალა რო რეგრეს განიცდის ნათელია…

  3. კონკურენცია იქით იყოს და სათადარიგო ვარიანტადაც კი აღარ ჩანს საიმედო. ცუდია მაგრამ კამპ ნოუზე დუბლის შემსრულებელი ნაღდად აღარ ჩანს. შეიძლება მანჯუკიჩი არ ანგრევდა მაგრამ ამ ფორმაში მყოფ დიბალას ისევ მანჯუკიჩი მირჩევნია. თანაც კლუბში ავტორიტეტით სარგებლობდა თანაგუნდელებს შორის. გულწრფელად რომ ვთქვა დიბალას ნაღდად არ უნდა ჰკეთებოდა კაპიტნის სამკლაური.

    1. დიბალა კაპიტნობის ღირსი კი არა ამ თამაშით იუვე საერთოდ არ უნდა აჩერებდეს მეგობარო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.